მაკდონალდს საქართველოს ვაკის ფილიალის დირექტორი რეი კროკის პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა
ფოტო: მაკდონალდს საქართველ
10 წელი მაკდონალდს საქართველოსთან ერთად და ორი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო — მაკდონალდს საქართველოს ვაკის ფილიალის დირექტორი ბესო მეფარიძე რეი კროკის სახელობის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი წელს ზედიზედ მეორედ გახდა.
ეს პრესტიჟული ჯილდო, რომელიც მაკდონალდსის რესტორნების სულისჩამდგმელის რეი კროკის სახელს ატარებს, იმ მენეჯერების წვლილის აღიარებაა, რომლებიც რესტორნის საუკეთესო ფუნქციონირებას, იქ მომუშავე გუნდის ეფექტურ და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ მუშაობას უზრუნველყოფენ, ასევე ზრუნავენ დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე. რეი კროკის პრესტიჟული ჯილდო მაკდონალდს საქართველოს რესტორნების დირექტორთათვის ჯამში რიგით მეოთხე ჯილდოა.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკვე მეორედ მხვდა წილად რეი კროკის ჯილდო, რომელსაც კომპანია მაკდონალდსი რესტორნის მენეჯერებს გადასცემს საუკეთესო მართვისა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე იქ დასაქმებული ადამიანებისა და სტუმრების კეთლგანწყობის შექმნისთვის. წელს წილად მხვდა ბედნიერება, რომ ჩემი გუნდის და კომპანიის გვერდში დგომის წყალობით, ამ ჯილდოს უკვე ორგზის მფლობელი ვარ", — ამბობს ბესო მეფარიძე.
პრესტიჟული ჯილდო მაკდონალდსის ვაკის რესტორნის დირექტორს ორლანდოში, მაკდონალდსის მსოფლიო კონვენციაზე გამართულ დაჯილდოების მასშტაბურ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელსაც 50 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
ბესო მეფარიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ეს ჯილდო მის პროფესიულ კარიერაში უდიდესი მოვლენაა, დიდი პასუხისმგებლობაცაა.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
"ჩვენ ყოველდღიურად ბოლომდე ვიხარჯებით, რომ არა მხოლოდ გუნდში შევქმნათ კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო, არამედ გავამართლოთ ჩვენი მომხმარებლის ნდობა და მაკდონალდსის რესტორნებში მოსულ თითოეულ მომხმარებელს სათანადოდ მოვემსახუროთ", — აღნიშნავს ვაკის მაკდონალდსის რესტორნის დირექტორი.
როგორც ბესო მეფარიძე ამბობს, მაკდონალდს საქართველო მისთვის ერთი დიდი ოჯახია, სადაც მუშაობის დაწყების დღიდან თავს ბედნიერად გრძნობს, ვინაიდან სწორედ ამ გარემომ შეუწყო ხელი მის პიროვნულ და წარმატებულ პროფესიონალად ჩამოყალიბებას.
"რა თქმა უნდა, ყოველდღიურად სირთულეებიც არის. თუმცა ის პოზიტიური ასპექტები, რომელიც მუშაობის პროცესში გვაქვს, ფარავს ამ გამოწვევებს. მაკდონალდსში დასაქმების მსურველებს ვეტყოდი, რომ მათ სწორი არჩევანი აქვთ გაკეთებული, რადგან ჩვენს კომპანიაში იპოვიან იმ გასაღებს, რომელიც წარმატების მოტანისა და იმ ბედნიერების გარანტიაა, რომელსაც თავადაც ყოველდღიურად განვიცდი:, — ამბობს ბესო მეფარიძე.
სწორედ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, მომსახურების მაღალი ხარისხი, თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა, მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა არის იმის საფუძველი, რის გამოც მაკდონალდს საქართველოს რესტორნებში მუშაობა გამორჩეულია.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
ამას ადასტურებს მაკდონალდს საქართველოს 23-წლიანი ისტორია, რომელიც დღემდე მომსახურების სფეროსა და ბიზნესსექტორში სამაგალითი სტანდარტების დანერგვასთან ასოცირდება. ჯანსაღი სამუშაო გარემოსა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომების წყალობით კომპანია მუდმივად იღებს პრესტიჟულ გლობალურ ჯილდოებსა და აღიარებას.
დღეისთვის საქართველოს მასშტაბით მაკდონალდს საქართველო 18 რესტორანს ფლობს და 1 400 ადამიანს ასაქმებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები