ვოლოდიმირ ზელენსკი

8 May. 2022, 11:50

შეიძლება გაზაფხული შავ-თეთრი იყოს? თებერვალი მარადიულია? ოქროს სამყარო გაუფასურდა? სამწუხაროდ, უკრაინამ ყველა ამ კითხვაზე იცის პასუხი, სამწუხაროდ, პასუხი არის "დიახ".

[...] მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ათწლეულების შემდეგ, სიბნელე დაბრუნდა უკრაინაში და ისევ შავ-თეთრი გახდა ყველაფერი. ისევ დაბრუნდა ბოროტება, სხვა ფორმით და სხვა სლოგანით, მაგრამ იმავე მიზნით, უკრაინაში სისხლიანი ნაციზმი აღადგინოს.

[...] სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ, ამის დასტურია ჰიტლერის ყოფილი შტაბი და ბუნკერი ვინიციას მახლობლად, მისგან მხოლოდ ქვები დარჩა, ნანგრევები. ნანგრევები ადამიანისა, რომელიც საკუთარ თავს დიადად და უძლეველად მიიჩნევდა. ეს არის გზამკვლევი ყველა ჩვენგანისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და დაამტკიცეს, რომ ბოროტება ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას, ვერ დაიმალება ბუნკერში, მისგან ქვა არ დარჩება. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ და ზუსტად ვიცით, რადგან ჩვენი ჯარი და ხალხი იმ ადამიანების შთამომავლები არიან, რომლებმაც ნაციზმი გადალახეს. ამიტომ ისინი კვლავ მოიგებენ და სიმშვიდე ისევ დაისადგურებს. ჩვენ გადავლახავთ ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, 8 მაისსაც გრძელდება, მაგრამ აუცილებლად დასრულდება, უკრაინული მზე დაადნობს მას და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…