გიორგი გახარია

9 May. 2022, 13:45

ნაციზმზე გამარჯვება კაცობრიობის ბოროტებაზე გამარჯვება იყო. 1950 წლის 9 მაისს, რობერტ შუმანმა დეკლარაცია წაიკითხა და ევროპული ინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. მას შემდეგ ევროპელები მშვიდობიან, თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ კონტინენტზე ცხოვრობენ. სამწუხაროდ, დღეს რუსული ფაშიზმი კაცობრიობის მთავარ მონაპოვარს — თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპაში მშვიდობის და ევროკავშირის დამფუძნებელი ღირებულებების დაცვის საუკეთესო გზა სწორედ ერთიანობაზე გადის. ჩვენი საერთო გამოწვევების ფონზე, მიზნის მისაღწევად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, უკრაინასთვის და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიიღოს ეს ისტორიული გადაწყვეტილება! გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს უძვირფასეს ვეტერანებს. პატივს მივაგებთ საქართველოს იმ 300 000 შვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლით უდიდესი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვების მოპოვებაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…