დაძალებული მშობიარობა მონობაა — მარგარეტ ეტვუდი აბორტის უფლებაზე
ფოტო: Folio / Getty Images
აბორტი არავის მოსწონს, მაშინაც კი, როცა ის უსაფრთხო და კანონიერია. ეს ის არ არის, რის გაკეთებასაც ნებისმიერი ქალი ერთ მშვენიერ შაბათ საღამოს არჩევდა. თუმცა, არც ის არავის არ მოსწონს, როცა ქალები უკანონო აბორტის გამო სააბაზანოში სისხლისგან იცლებიან. როგორ უნდა მოვიქცეთ?
ამ შეკითხვის სხვაგვარი ფორმულირება ალბათ ასეთი იქნება: როგორ ქვეყანაში გინდათ, რომ ცხოვრობდეთ? ქვეყანაში, სადაც ყოველ პიროვნებას აქვს უფლება, თავის ჯანმრთელობასა და სხეულთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს თუ იქ, სადაც მოსახლეობის ერთი ნახევარი თავისუფალია, მეორე კი — დამონებული?
ქალები, რომლებსაც არ შეუძლიათ, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, იყოლიონ თუ არა შვილები, სწორედ დამონებულები არიან. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფო ისაკუთრებს მათ სხეულებს და უფლებას, უკარნახოს, როგორ გამოიყენონ ისინი. ერთადერთი მსგავსი გარემოება კაცებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურია. ამ ორივე შემთხვევაში რისკის ქვეშ დგება პიროვნების სიცოცხლე, თუმცა, ჯარში გაწვეულებს საკვებით, სამოსითა და საცხოვრებლით მაინც უზრუნველყოფენ. ამ რაღაცებზე წვდომის უფლება დამნაშავეებსაც კი აქვთ საპატიმროში. თუკი სახელმწიფო [ქალებს] მშობიარობას აიძულებს, მაშინ რატომ არ იღებს ის თავის თავზე პრენატალური პერიოდის, მშობიარობის და პოსტნატალური პერიოდის ხარჯების ანაზღაურებას; ასევე, იმ ბავშვების გაზრდისთვის საჭირო თანხების გადახდას, რომლებიც შეძლებულ ოჯახებში არ ხვდებიან?
ფოტო: Folio
და, თუკი სახელმწიფოს ასე ძალიან უყვარს ბავშვები, რატომ არ აფასებს იმ ქალებს, რომლებსაც ბევრი შვილი ჰყავთ — პატივისცემის ნიშნად, რატომ არ იხსნის მათ სიღარიბისგან? თუ ქალები სახელმწიფოს საჭირო სამსახურს უწევენ — მათი სურვილის მიუხედავად — ცხადია, ამ შრომის ანაზღაურებას იმსახურებენ. მიზანი თუ მეტი ბავშვის გაჩენაა, დარწმუნებული ვარ, ბევრი ქალი დათანხმდებოდა შეთავაზებას, ეს რომ სათანადოდ ანაზღაურდებოდეს. სხვა შემთხვევაში, უწევთ ბუნების კანონს დაემორჩილონ: რესურსების სიმწირის გამო, პლაცენტიანს მუცელი მოეშლება.
თუმცა, მეეჭვება, სახელმწიფო საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის პირობას დათანხმდეს. ამის ნაცვლად, ის ამჯობინებს, იაფფასიანი ხრიკით იმოქმედოს: ქალებს შვილების გაჩენა დააძალოს, მერე კი მათ გადაახდევინოს. გადაახდევინოს. გადაახდევინოს. როგორც უკვე ვთქვი, ეს მონობაა.
თუკი ვინმე შვილის გაჩენას არჩევს, ეს, რა თქმა უნდა, სხვა სიტუაციაა. ბავშვი საჩუქარია, რომელსაც თვით სიცოცხლე გჩუქნის. თუმცა, რაღაც რომ საჩუქარი იყოს, ის უანგაროდ უნდა გაიცემოდეს და მიიღებოდეს. საჩუქარზე უარიც შეგიძლია თქვა. ის, რაზეც უარს ვერ ამბობ, საჩუქარი აღარაა. ეს ტირანიის მახასიათებელია.
ჩვენ ვამბობთ, რომ ქალები [ბავშვებს] "სიცოცხლეს ჩუქნიან". და დედები, რომლებიც დედობას არჩევენ, სიცოცხლეს მართლაც ჩუქნიან და მას ძღვნად მიიჩნევენ. თუმცა, თუ მათ ეს არ აურჩევიათ, ისინი სიცოცხლეს არ ჩუქნიან. მათ ამას სხვები სძალავენ ნების საწინააღმდეგოდ.
ქალებს აბორტის გაკეთებას არავინ აძალებს. არც მშობიარობა უნდა დააძალოს მათ არავინ. თუ გსურთ, დააძალეთ, მაგრამ თავისი სახელი მაინც დაარქვით. ეს მონობაა — როცა სხვის სხეულს და მასზე კონტროლს ისაკუთრებ, მერე კი ამ მითვისებით ხეირობ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები