ნეტავ, ასეთი რელევანტური აღარ იყოს — ელიზაბეთ მოსი მხევლის წიგნზე
ფოტო: Hulu
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის, The Handmaid’s Tale (მხევლის წიგნი), ვარსკვლავმა ელიზაბეთ მოსმა პროექტის მე-5 სეზონით გაგრძელებასა და მის აქტუალურობაზე ისაუბრა. მსახიობი სერიალის გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა, როცა ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში უზენაესმა სასამართლომ, შესაძლოა, აბორტის უფლება შეუზღუდოს მოქალაქეებს.
იმის მიუხედავად, რომ მხევლის წიგნის ამ დროისთვის ბოლო, მეოთხე სეზონი, თითქმის ერთი წლის წინ დამთავრდა, სერიალი ახლახან მაინც ტვიტერის ტრენდებში მოექცა. საფრთხემ, რომელიც ქალების რეპროდუქციულ უფლებებს რეალობაში დაემუქრა, რა თქმა უნდა, ყველას მარგარეტ ეტვუდის დისტოპიური გილეადი მოაგონა.
"გადასაღებ მოედანზე ცოტათი მწუხარე განწყობა შეიქმნა, როცა ინფორმაცია გავრცელდა", — იხსენებს ინტერვიუში ემის ლაურეატი მოსი, რომელიც სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა, — "თუმცა, სამუშაოზე დაბრუნება და მისი შესრულება მაინც გიწევს.
"ეს ჩვენთვის ყოველთვის უცნაურია და საერთოდ არ არის სასიამოვნო. არ გვახარებს, როცა პარალელებს ავლებენ და შენი პერსონაჟი იმის მაგალითად მოჰყავთ, რაც რეალობაში ხდება. ეს არანაირად არ გვსიამოვნებს".
მომდევნო აბზაცი შეიცავს სპოილერს სერიალის მე-4 სეზონიდან
ფოტო: Hulu
მხევლის წიგნის მეოთხე სეზონის კულმინაციურ სერიაში მოსის გმირი, ჯუნი, გილეადიდან გარბის და თავის ყოფილ მცველს, გამაუპატიურებელსა და მწამებელს, ფრედ უოტერფორდს კლავს. მსახიობის თქმით, მეხუთე სეზონში ნაჩვენები იქნება, თუ რას ნიშნავს თავისუფლების შეგრძნება ტრავმისა და შურისძიების გამოცდის შემდეგ.
ფოტო: Hulu
"გვიხარია და გვეამაყება, რომ იმ სერიალს ვქმნით, რომელიც, ჩვენი აზრით, რელევანტურია და ამბობს იმას, რაც უნდა ითქვას", — დასძენს მოსი, — "თუმცა, ნეტავ, ასეთი რელევანტური აღარ იყოს".
მსახიობი და პროდიუსერი ასევე აღნიშნავს, რომ სერიალის რელევანტურობა, რა თქმა უნდა, მარგარეტ ეტვუდის დამსახურებაა. მან ათწლეულების წინ დაწერა წიგნი, რომელზეც სერიალია დაფუძნებული.
"მისი ბევრი გვმართებს", — ამბობს მოსი, — "ეტვუდმა ისაუბრა, თუ როგორ მეორდება ისტორია და მოვლენები".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები