Facebook-ს თითქმის 2 მილიარდი ადამიანი იყენებს - აქედან ქართველი 2 მილიონზე მეტია
ფოტო: SEAN GALLUP / GETTY IMAGES
მთლად 2 მილიარდი არა, მაგრამ ყოველთვიური აქტიური მომხმარებლის რაოდენობა მაინც შთამბეჭდავია. ბოლო მონაცემების მიხედვით, Facebook-ს თვეში 1,94 მილიარდი ადამიანი იყენებს. ამათგან 1,3 მილიარდი სოციალურ ქსელში ყოველდღიურად შედის.
ამის შესახებ ფეისბუკის აქციონერებისთვის წარმოდგენილ ანგარიშში ვკითხულობთ.
კომპანიის ფინანსურმა ბრუნვამ 2017 წლის პირველ კვარტალში $8,03 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 51 პროცენტით მეტია. კომპანიის შემოსავალმა 2017 წლის პირველ კვარტალში $3,32 შეადგინა - შარშანდელთან შედარებით 66 პროცენტით მეტი.
კომპანიის შემოსავლის წყაროს უდიდესი ნაწილი ქსელში ჩაშვებული რეკლამაა. უცნობია, რამდენს ხარჯავენ ფეისბუკზე რეკლამის განთავსებაში საქართველოდან.
"საქართველოს ონლაინ რეკლამის ბაზარზე საუბარი ყოველთვის რთულია, რადგან ტელევიზიისა და სხვა მედიებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით, სრულყოფილად არ იზომება. მიახლოებითი გამოთვლებით, ლოკალურ ვებგვერდებზე 2016 წელს 15 მილიონამდე ლარია დახარჯული, თუმცა ეს მთლიანი ბაზრის სურათს არ იძლევა, რადგან საკმაოდ ბევრი კომპანია ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს ფეისბუკისა და გუგლის სარეკლამო არხებში.
ზოგადად, ონლაინ რეკლამაზე დანახარჯები საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება და ზრდა ფეისბუქზეც შეინიშნება. სამწუხაროდ, კომპანია არ გასცემს ინფორმაციას შემოსავლების შესახებ ქვეყნების მიხედვით, ამიტომ კონკრეტულ ციფრებზე აქაც ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ საკუთარი Ads Manager-ების გაანალიზებისას, რამდენიმე წლის სტატისტიკის შედარებით, ნათლად დავინახავთ, რომ წლიდან წლამდე მცირედ, მაგრამ მაინც იზრდება CPM-ის ღირებულება. განსაკუთრებით დიდი აუქციონია ზოგიერთ სეზონსა და დღესასწაულზე," - ამბობს სტარკომ მედიავესტ ჯგუფის ციფრული მედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინი ოსეფაშვილი On.ge-სთან საუბარში.
ოსეფაშვილის თქმით, ფეისბუქი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განსაკუთრებულად საინტერესო სარეკლამო არხია:
"ფეისბუქი, ფასების კუთხით, ძალიან დიდ კონკურენციას უწევს ლოკალურ ვებგვერდებს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ხშირად, ერთადერთი არხი ციფრული რეკლამისთვის ფეისბუკია."
როგორც ფეისბუკის მთავარი ფინანსური ოფიცერი, დევიდ ვეინერი ამბობს, რეკლამიდან მიღებული შემოსავალი 2017 წელს შემცირდება, რადგან რეკლამისთვის გამოყოფილი ადგილები მთლიანდ შევსებულია.
სოციალურ ქსელში სარეკლამო ადგილების ნაკლებობა, სავარაუდოდ, ფასის გაძვირებას გამოიწვევს.
"რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ მეტი ინვესტიცია ფასების ზრდას გამოიწვევს და ეს თავის მხრივ, რეკლამის განმთავსებლებს სხვა არხებზე გადაიყვანს, ნაწილობრივ ვეთანხმები. თუმცა, მხოლოდ ზოგიერთი სარეკლამო ბაზრის, მაგალითად, ამერიკის შემთხვევაში, სადაც ერთი კლიკის, ათასი ჩვენებისა და ერთი ადამიანის მოცვის ღირებულება დიდი ხანია ათჯერ და მეტჯერ აღემატება საქართველოს საშუალო მაჩვენებლებს," - ამბობს თინი ოსეფაშვილი.
მისი განმარტებით, საქართველოში ფეისბუკ რეკლამას კონკურენტი, ფაქტობრივად, არ ჰყავს:
"საქართველოში ფეისბუკ რეკლამა კიდევ ძალიან დიდხანს იქნება აქტუალური და ინვესტიციებიც კიდევ უფრო გაიზრდება. ამ მომენტში, საქართველოში ფეისბუქზე 18+ ასაკის 2 100 000 მომხმარებელია რეგისტრირებული. რა თქმა უნდა, ეს ციფრი ბოლომდე რეალური არ არის არააქტიური ან დუბლირებული რეგისტრაციების გამო. თუმცა, ფეისბუქის სტატისტიკებშივე შეგვიძლია ვნახოთ, რომ 18 წელს ზემოთ ასაკის აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად 1 300 000-ს უტოლდება. სწორი ოპტიმიზაციისა და სწორი მიზნების დასახვის შემთხვევაში, ამხელა აუდიტორიის მოცვის კუთხით, რეალურად, ქართულ ციფრულ სივრცეში, ფეისბუქს კონკურენტი არ ჰყავს."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები