2019 წლიდან SpaceX სატელიტებით ინტერნეტის მიწოდებას მთელი მსოფლიოსთვის აპირებს
ფოტო: Pasko Maksim / Shutterstock
ილონ მასკის SpaceX, გარდა კოსმოსური ტურიზმის აღორძინებისა და მარსის კოლონიზაციისა, დედამიწის განვითარებაზეც ფიქრობს და ამისთვის ჩვენი პლანეტის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და სწრაფი ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს.
გუშინ, 3 მაისს, SpaceX-ის ვიცე პრეზიდენტი პატირცია კუპერი სენატის ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის წინაშე წარდგა და კომპანიის ამბიციური გეგმა გააცნო.
როგორც კუპერმა განაცხადა, SpaceX 4 425 სატელიტის გაშვებას გეგმავს, რომლებიც მთელი დედამიწის გარშემო განთავსდებიან ორბიტაზე და პლანეტას მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიაწვდიან. ამჟამინდელი მონაცემებით დედამიწის გარშემო 1 459 თანამგზავრი ბრუნავს, შესაბამისად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად ამბიციურია მასკის კომპანიის პროექტი.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, აღნიშნული 4 425 თანამგზავრი 1 110 - 1 325 კილომეტრის სიმაღლეზე განთავსდებიან, ხოლო მეორე ფაზაში, რომელიც სისწრაფის და მიწოდების ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს, SpaceX დედამიწის ქვედა ორბიტაზე (335 - 346 კმ.) 7 518 თანამგზავრის განთავსებას გეგმავს.
კუპერის თქმით, გაეროს მონაცემებით, პლანეტაზე მცხოვრები 4,2 მილიარდი ადამიანს ინტერნეტთან წვდომა ამა თუ იმ მიზეზის გამო არ აქვს. ხოლო ვისაც აქვს, იმათგან უამრავი ადამიანი ნელი ინტერნეტით სარგებლობს. ამიტომ SpaceX-ისთვის აღნიშნული პროექტი კომერციულადაც საინტერესოა, რადგან არსებობს უდიდესი ბაზარი, რომელიც ასათვისებელია.
ცხადია, აღნიშნული ინფორმაცია 4,2 მილიარდ ადამიანს ძალიან გაუხარდება და მათ ცხოვრებასა და მათი ქვეყნების განვითარების პროცესში პოზიტიურ ძვრებს გამოიწვევს. თუმცა, მასკისა და SpaceX-ის ახალი ინიციატივა ძალიან გაახარებს თბილისის ძველი უბნებისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების, მაგალითად, ქუთაისის მოსახლეობას, რომლებსაც ქართველმა ინტერნეტ პროვაიდერებმა, დღემდე (შეგახსენებთ 2017 წელია), ოპტიკური ინტერნეტი ვერ აღირსეს და ეს მოსახლეობა ძირითადად, კვლავ DSL-ით სარგებლობს. (ჰო, ვიცით, რომ კაბელების მიყვანა ძვირია. ბლა ბლა ბლა).
ძვირფასო თანამემამულენო, სულ ცოტაც მოითმინეთ და 2019 წლიდან, ჩვეულებრივი ლეპტოპის ზომის მოდემით ილონ მასკი სწრაფ და ხელმისაწვდომ ინტერნეტს მოგართმევთ სახლებში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები