ომბუდსმენის ანგარიში: ნაპოვნია ჯოხები, რომლებითაც პაციენტების თქმით მათ სანიტრებმა სცემეს
ფოტო: ომბუდსმენი
ომბუდსმენის მიერ დღეს, 31 მაისს, გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც პაციენტების თქმით მათ სანიტრები ხელებითა და ჯოხებით სცემდნენ, თუმცა საქმის გამოძიებისას არცერთი პაციენტი დაკითხულა.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, პრევენციულ ჯგუფებს 8 პაციენტმა მიაწოდა ინფორმაცია, ექთნის თანაშემწეებისგან მათი ცემის ფაქტებზე. მათი უმრავლესობა ასევე ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობა პაციენტებს შორისაც ხდება.
პრევენციული ჯგუფების გამოძიების საფუძველზე ომბუდსმენის ანგარიშში წერია, რომ გამოკითხულიდან 3 პაციენტს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდათ:
"კერძოდ, სილურჯეები და სისხლჩაქცევები ზედა კიდურების და თვალბუდის არეში".
ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები არ იყო დაფიქსირებული პაციენტთა სამედიცინო დოკუმენტაციაში, ამას გარდა ნაპოვნია ჯოხები, რომლებითაც პაციენტების თქმით მათ სანიტრებმა სცემეს:
"სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ქალთა განყოფილების ერთსართულიან კორპუსში, ექთნების ოთახში, კარადასა და კედელს შორის აღმოაჩინეს პაციენტების მიერ ნახსენები ჯოხები, რომლითაც სავარაუდოდ ხდებოდა პაციენტების ცემა".
სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის შემოწმებამ გამოავლინა, რომ ა. ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებობს პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება.
ომბუდსმენის აპარატის მიხედვით, 2015 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ზემოთ აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიების ჩატარების წინადადებით მთავარ პროკურორს მიმართა.
2015 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N038311015001 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ანგარიშში წერია, რომ გამოძიების პროცესში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა და კაცთა განყოფილებაში მომუშავე პერსონალი. საავადმყოფოში მოთავსებულ 53 ქალის და 43 მამაკაცის ჯანმთელობის ხარისხის დასადგენად დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.
სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურისგან 2016 წლის 4 თებერვლის მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ გამოძიების პროცესში არ დაკითხულან საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ამ ეტაპისთვის საქმეზე კონკრეტული პირი ბრალდებულად ცნობილი არ არის. გამოძიება გრძელდება.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტება პაციენტთა არდაკითხვის თაობაზე დასაბუთებული არაა და ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ეფექტიანობას:
"წერილში იკვეთება ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება, თითქოს მათ არ შეეძლოთ საგამოძიებო ორგანოსათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება".
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, პროკურატურის მხრიდან არასწორი იყო იმის დაშვება, რომ ფსიქიატრიულში მოთავსებულ ყველა პაციენტს ჰქონდა შეზღუდული ამბის სწორად აღქმის, დამახსოვრების, გადმოცემის ან ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა.
სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, პროკურატურის ეს ქმედება არღვევს გაეროს შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-13 მუხლს (მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა), რომლის თანახმადაც, გაეროს წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების ეფექტურ მისაწვდომობას შშმ პირებისთვის.
"ხსენებული კონვენციის მე-13 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური მისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, ხელი შეუწყოს სამართლის ადმინისტრირების სფეროში მომუშავე, მათ შორის პოლიციისა და ციხის პერსონალის შესაბამის განათლებას".
ერთ-ერთმა პაციენტმა ინტერვიუს დროს სპეციალურ პრევენციის ჯგუფს უთხრა, რომ სანიტრები პაციენტებს ერთმანეთის საცემრადაც აქეზებენ:
"შეიძლება მათ თავში ჯამი ჩაარტყან ან ყელში მუშტი მიაბჯინონ".
ომბუდსმენის აპარატის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ პაციენტს ინტერვიუს დროს ცხვირზე ნახეთქი ზედაპირული ჭრილობა და მარცხნივ თვალბუდის არეში სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა. ის ამბობდა, რომ ავადმყოფები მას ხშირად სცემენ და ამაში სანიტრებსაც ადანაშაულებდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები