სააპელაციო სასამართლო: რუსთავი 2-ის საქმეზე განმხილველი კოლეგია მხოლოდ ერთხელ შეიცვალა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
თბილისის სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ რუსთავი 2-ის საქმის სხვა მომხსენებელი მოსამართლისთვის გადაწერა განხორციელდა მხოლოდ ერთხელ და არ შეესაბამება სინამდვილეს გავრცელებული ხმები ამგვარი ცვლილების სამჯერ ან მეტად განხორციელებასთან დაკავშირებით:
"კერძოდ, რუსთავი 2-ის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2015 წლის 28 დეკემბერს და დაეწერა მოსამართლე ლილი ტყემალაძეს. 2016 წლის 15 მარტს მოსამართლე ლილი ტყემალაძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების მიზეზით, აღნიშნული და მოსამართლის განხილვაში არსებული სხვა საქმეები, მათი განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, გადაეცა სასამართლოს კანცელარიას ხელახალი განაწილებისათვის. აღნიშნულის შედეგად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე დაეწერა მოსამართლე ნატალია ნაზღაიძეს".
სააპელაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სასამართლოს კანცელარია სამოქალაქო საქმეებს ანაწილებს საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით. როგორც მოსამართლე ლილი ტყემალაძეზე, ასევე მოგვიანებით მოსამართლე ნატალია ნაზღაიძეზე, რუსთავი 2-ის საქმის განაწილება განხორციელდა აღნიშნული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით:
"განსაკუთრებით გვინდა გამოვეხმაუროთ უკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების მიმართ გაკეთებულ დაუსაბუთებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს არა მხოლოდ მოსამართლეთა პროფესიულ და პიროვნულ შეურაცხყოფას, არამედ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სახეზეა სასამართლოს საქმიანობაზე გავლენის მოხდენისა და ზეწოლის კონკრეტული ნიშნები".
განცხადებაში განმარტებულია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლე დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. ამასთან ერთად, აკრძალულია ნებისმიერი ფორმით, პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მომდინარეობს ამგვარი ზეგავლენის მცდელობა:
"მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებების გავრცელებისგან, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან სასამართლოსა და მოსამართლის ავტორიტეტის ხელყოფისაგან."
- LIVE განახლება: რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი
- მოსამართლემ გვარამია დარბაზიდან გააძევა
- გვარამია პრეზიდენტსა და პარლამენტის თავჯდომარეს მოუწოდებს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები
- მოსამართლე გუჯაბიძე გავრამიას: თუ ვიღაცის დაწერილი გადაწყვეტილება ჩემს გადაწყვეტილებას დაემთხვევა, მანტიას გავიხდი
- გიორგი კვირიკაშვილი: არ მინდა რუსთავი 2-ში რამე შეიცვალოს და ამით სპეკულაციის საფუძველი გაუჩნდეთ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები