FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა
ფოტო: თიბისი
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2021 წლის FTSE 250 რეიტინგში, თიბისიმ საბანკო სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს შორის პირველი ადგილი დაიკავა მმართველ საბჭოსა და ლიდერულ პოზიციებზე ქალების 45,5%-იანი წარმომადგენლობით. ამავე წლის FTSE 250 რეიტინგში, თიბისი ყველა სექტორის კომპანიებს შორის მერვე ადგილს იკავებს.
FTSE ქალთა ლიდერობის მიმოხილვა (Women Leaders Review) ბრიტანეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი, დამოუკიდებელ ჩარჩოა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის უმსხვილესი ინდექსის მქონე კომპანიებისთვის რეკომენდაციებს ადგენს, რომ მათ ქალების წარმომადგენლობა მმართველ საბჭოებსა და ლიდერულ პოზიციებზე გააუმჯობესონ. მიმოხილვა 2022 წლის თებერვალში პირველად გამოქვეყნდა და ის ბოლო 10 წლის განმავლობაში Hampton-Alexander-ის და Davies-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება. მიმოხილვა ბრიტანეთის 350 უმსხვილესი კომპანიის, 24 000-ზე მეტი ლიდერული პოზიციას მოიცავს.
"FTSE 250 რეიტინგში, ქალთა გაძლიერების კუთხით, თიბისის ლიდერი პოზიცია ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულო და საამაყოა. 2020 წლის შემდეგ, ამ მიმართულებით კომპანიის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც თიბისის გაზრდილი ძალისხმევის და თანასწორობაზე ორიენტირებული პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია. თიბისი ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას, როგორც კომპანიის შიგნით, თანაბარი შესაძლებლობებით, თანასწორი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფით, ისე ბაზარზე და ზოგადად, საზოგადოებაში", — ამბობს ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმსხვილესი ინდექსია და მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს აერთიანებს. თიბისი FTSE 250-ს 2017 წელს შუერთდა.
თიბისიში, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში, ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრაციას და გენდერულ თანასწორობის საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2021 წლის მონაცემებით, სხვადასხვა პოზიციაზე თიბისიში დასაქმებული თანამშრომლების 68% ქალია, ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების 33%-ს ქალები წარმოადგენენ. ამასთანავე, თიბისიში ქალები სულ უფრო მეტად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი.
ქალთა გაძლიერების მიმართულებით თიბისი არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, პროექტს — 500 ქალი ტექში, რაც ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებასა და მათ ჩართულობას გულისხმობს. გარდა ამისა, თიბისის IT აკადემიაში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, IT მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა და დასაქმდნენ თიბისი ჯგუფში.
თიბისი საქართველოში ქალთა გაძლიერების კუთხით სამაგალითო კომპანიად დასახელდა ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) მიერ, გერმანიის განვითარების ფინანსურ ინსტიტუტთან (DEG) ერთად, 2021 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, რომლის მიზანს სამუშაო გარემოში გენდერული და ქალთა ლიდერობის საკითხების შესწავლა წარმოადგენდა საქართველოში.
2022 წელს, თიბისი პირველი კერძო კომპანია გახდა საქართველოში, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. სტრატეგიულ პარტნიორობას შემდეგი მიზნები აქვს: ქალთა პროფესიული განვითარება; ქალი მეწარმეების მხარდაჭერა რეგიონებსა და დიდ ქალაქებში; ქალების დასაქმების წახალისება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში; თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები