დილმა – ჩაის ახალი პრემიუმ ბრენდი ქართულ ბაზარზე
ფოტო: ევროპროდუქტი
თბილისში უკვე ბევრგან შეხვდებოდით ჩაის ბრენდის, დილმას ბანერებს, მის ფერად ყუთებს კი შეამჩნევდით მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილი ცეილონის ჩაი უკვე ქართულ ბაზარზეა.
დილმა შრი-ლანკაში ჩაის უმსხვილესი, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტის მწარმოებელია. ის 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, რომელთა შორის ახლა საქართველოცაა.
დილმას ექსკლუზიური იმპორტიორი პრემიუმ ბრენდების მაღაზიათა ქსელი ევროპროდუქტია. ამიტომ, ბრენდზე და მასთან პარტნიორობაზე ევროპოდუქტის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე მოგიყვებათ.
ფოტო: ევროპროდუქტი
დილმა ახლახან შემოვიდა ქართულ ბაზარზე და, სავარაუდოდ, ქართველმა მომხმარებელმა მის შესახებ ბევრი არაფერი იცის. გვითხარით ბრენდზე უფრო მეტი?
სინამდვილეში, ევროპროდუქტი წლებია, დილმას პარტნიორია, თუმცა აქამდე მისი წარმოების ჩაი მხოლოდ ჩვენს მაღაზიათა ქსელში, თანაც, შეზღუდული რაოდენობით იყიდებოდა. დღეს მაღალი ხარისხის პროდუქტზე ძალიან არის მოთხოვნა გაზრდილი, რამაც გადაგვაწყვეტინა ეს ბრენდი უფრო მეტი მომხმარებლისთვის გაგვეხადა ხელმისაწვდომი.
დილმა ნამდვილი ცეილონის ჩაის ნომერ პირველი მწარმოებელია შრი-ლანკაში. მის ხარისხს განსაზღვრავს შრი-ლანკის კლიმატი და ნიადაგი, რომელიც იდეალურია ჩაის მოსაყვანად. ამასთან ერთად, მწარმოებლები მცენარეს ხელით კრეფენ, რა დროსაც საუკეთესო ფოთლებსა და ყლორტებს არჩევენ და პროდუქტს მათგან ქმნიან. ეს შეუძლებელია მცენარის სპეციალური დანადგარებით დაკრეფის დროს.
ფოტო: ევროპროდუქტი
საქართველოში ხელმისაწვდომია დილმას "რჩეული" ხაზიც, რომელიც ახლად დაკრეფილი ყლორტებისგან მზადდება და გვხდება პირამიდის ფორმის სპეციალურ შეფუთვაში, რომელიც მათეთრებლებისა და კონსერვანტების გარეშეა. ეს შეფუთვა მნიშვნელოვანია, რათა არ დაზიანდეს ჩაის სტრუქტურა, არ შეეცვალოს მას გემოვნური თვისებები და მივირთვათ ნამდვილი ჩაი, ყოველგვარი მინარევების გარეშე.
როგორ მოიპოვა ევროპროდუქტმა დილმას პროდუქციის ექსკლუზიურად შემოტანის უფლება?
ზოგადად, ევროპროდუქტს, როგორც სადისტრიბუციო ქსელს, პრემიუმ ბრენდებთან თანამშრომლობის უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქტები შემოგვაქვს საქართველოში და მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, წვდომა ჰქონდეს ევროპულ ხარისხზე.
კონკრეტულად დილმასთან თანამშრომლობა, მისი წარმოებული ჩაის მაღალმა ხარისხმა გადაგვაწყვეტინა. ბრენდთან პარტნიორობის დასამყარებლად ჩავედით შრი-ლანკაში, მოვინახულეთ ჩაის პლანტაციები და ქარხანა, პირადად გავიცანით კომპანიის წარმომადგენლები და გავამყარეთ ურთიერთობები. ამიტომ ჩვენ გვექნება საშუალება, ქართული ბაზარი უწყვეტად მოვამარაგოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით და დავაბრუნოთ საქართველოში ნამდვილი ჩაის კულტურა და გემოები.
არის თუ არა ქვეყანაში ხარისხიანი ჩაის არჩევანი და რამდენად მნიშვნელოვანია ქართულ ბაზარზე დილმას გამოჩენა?
ფოტო: ევროპროდუქტი
საქართველოში დღეს ბევრნაირ ჩაის შეხვდებით, თუმცა, ხარისხის მიმართულებით ზოგიერთი მწარმოებელი საკმაოდ არაეთიკურად იქცევა. ხშირად შეფუთვებში ჩაის ნაცვლად მტვერია ან შერეული აქვს სხვადასხვა დანამატები. დილმა კი ჩაის მოკრეფიდან მის შეფუთვამდე იცავს ყველა იმ ნორმას, რაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად. სწორედ ამიტომ მას ეთიკურ ჩაისაც კი უწოდებენ.
პრემიუმ ხარისხის გარდა, დილმას სუფთა გემოებთან ერთად, ძალიან მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სიძლიერის, გემოებისა და არომატების ჩაის. ასეთი არჩევანი ბაზარზე იშვიათია ან საერთოდ არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, საქართველოში ამ ბრენდის გამოჩენა მნიშვნელოვანია ხარისხისა და ნამდვილი ჩაის მოყვარულთათვის.
ქუჩებში თუ ონლაინ სივრცეში გვხდება ბანერები, სადაც ვკითხულობთ, რომ დილმა არის უკეთესი კომუნიკაციისთვის? გვითხარით სლოგანისა და, ზოგადად, კამპანიის შესახებ?
ფოტო: ევროპროდუქტი
დიახ, "დილმა – ცეილონის ჩაი უკეთესი კომუნიკაციისთვის" კამპანიის მთავარი სლოგანია. ჩვენ გვჯერა, რომ ჩაის მეშვეობით ადამიანებს უკეთესად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი. ის გვეხმარება ლაპარაკის დაწყებაში, ერთმანეთისთვის გულის გადაშლასა და ემპათიის განცდის გაღვიძებაში. ამიტომ, გადავწყვიტეთ ეს გზავნილი მიგვეწოდებინა მომხმარებლებისთვის.
ვიზუალებიც კამპანიის სათაურს მოვარგეთ. თითოეული მათგანი ინდივიდუალურადაა დახატული და სამყაროსთან განსაკუთრებულ კომუნიკაციას ასახავს. მისი ფერები დილმას "რჩეული" ხაზის სხვადასხვა გემოების აღმნიშვნელი შეფუთვითაა შთაგონებული. ჩაის ფოთლები კი გაზაფხულის მზიან განწყობას ქმნიან.
კამპანიით გვინდოდა, მომხმარებლებისთვის პროდუქტი საინტერესო ფორმით გაგვეცნო. მის ხარისხში კი, დაგემოვნების შემდეგ, "დილმა" მათ თავად დაარწმუნებს, რადგან ჩაის გემო, სუნი და სტრუქტურა ყველაფერს ამბობს მასზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები