რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმის თარჯიმანთა ბიუროში უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თანამშრომელს დაარტყეს
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ფეისბუქმომხმარებელი, დათო ტრაპაიძე აცხადებს, რომ ბათუმში, თარჯიმანთა ბიუროში რუსეთის ოთხმა მოქალაქემ კარებზე გაკრული უკრაინის დროშა გააპროტესტა, რომელსაც ზმეინის კუნძულის დამცველების ცნობილი ფრაზა ეწერა. ტრაპაიძე წერს, რომ რუსებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თარჯიმანს.
როგორც ტრაპაიძე ამბობს, თარჯიმანთა ბიუროს თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს და რუსებმა განყოფილებაში ჩვენებაც მისცეს.
"ჩვენებები მიცემულია, ახლა პოლიციას დაველოდებით. სამუშაო პროცესში ხელის შეშლა, სხვისი ნივთის ხელყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფა. თან ემუქრებოდნენ სათარჯიმნო საქმიანობაში სამომავლოდ ხელის შეგიშლითო, ვიტყვით რომ ცუდები ხართო, კლიენტებს დაგიფრთხობთო", — წერს ის.
თარჯიმანთა ბიუროს თანამშრომელი, ელენე ხაჯაშვილი ბათუმელებთან ამბობს, რომ როდესაც უკრაინის დროშის დაზიანება დაიწყეს, მისმა კოლეგამ, ნანა წაქაძემ რუსეთის მოქალაქეებს მიუთითა, რომ კერძო საკუთრებაში იყვნენ და სხვის ქონებას აზიანებდნენ. ხაჯაშვილი ჰყვება, რომ ისინი მათ ემუქრებოდნენ კიდეც.
"ჯერ დაგვემუქრნენ, უნდა გიჩივლოთ, დაგვიწერეთ თქვენი სახელი და გვარი რომ გიჩივლოთო. ჩხუბი უნდოდათ, მაგრამ ჩვენ არ ავყევით. მე სახელი და გვარიც დავუწერე, წადით და მიჩივლეთ-მეთქი. ეს არ მოეწონათ და დაიწყეს დროშის ჩამოხევა", — ამბობს ის ბათუმელებთან.
ნანა წაქაძე ბათუმელებთან აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როდესაც ტელეფონით გადაღება დაიწყო.
"ამ დროს ახლოდან ტელეფონით ვიღებდი, როცა ფიზიკურად შემეხო, ხელი დამარტყა. გამოვიძახეთ პოლიცია და მალევე მოვიდნენ, გადამიყვანეს განყოფილებაში, სადაც მივეცი ჩვენება", — თქვა მან ბათუმელებთან.
On.ge დამატებითი ინფორმაციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები