ევროპროდუქტის მოგზაურობა შრი-ლანკაზე — ცეილონის ჩაისა და მზის სამშობლოში
ფოტო: evropro
პრემიუმ ბრენდების უმსხვილესმა იმპორტიორმა ევროპროდუქტმა ახლახან შრი-ლანკიდან საქართველოში დილმას წარმოების ცეილონის ჩაის შემოტანა დაიწყო. უმაღლესი ხარისხით გამორჩეულ ჩაის ამ ბრენდთან პარტნიორობის განსამტკიცებლად ევროპროდუქტის გუნდი შრი-ლანკას ესტუმრა.
ფოტო: ევროპროდუქტი
"ევროპროდუქტისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ მიერ იმპორტირებული პროდუქტების მწარმოებლებს პირადად შევხვდეთ და წარმოების პროცესს დეტალურად გავეცნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დილმასთან უკვე ვთანამშრომლობდით, ამ ვიზიტით გვინდოდა, უფრო ღრმა, გრძელვადიანი და წარმატებული პარტნიორობისთვის ჩაგვეყარა საფუძველი. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის წარმოების დეტალების პირადად გაცნობა და დილმას აღმასრულებელ დირექტორთან, დილან ფერნანდოსთან შეხვედრა. შეხვედრის ბოლოს სამახსოვრო საჩუქრებიც გავცვალეთ", — ამბობს ევროპროდუქტის ბიზნესგანვითარების ხელმძღვანელი, თორნიკე თავდიშვილი.
ევროპროდუქტის გუნდმა შრი-ლანკაზეც იმოგზაურა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. მოგზაურობას Movement-ის ორი ვიდეო მიეძღვნა — ამბავი ჩაის შესახებ, რომელიც ადგილობრივ ჩაის კულტურაზე მოგვითხრობს და მოგზაურობა შრი-ლანკაზე, რომელიც ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობებს ასახავს.
"ჩვენთვის არანაკლებ საინტერესო შრი-ლანკის კულტურისა და ბუნების აღმოჩენა იყო. გვინდოდა, ნანახი სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და გადავწყვიტეთ, Movement-თან თანამშრომლობით, ამბები შრი-ლანკაზე ჩვენი მომხმარებლებისთვის მოგვეყოლა", — ამბობს ევროპროდუქტის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
შრი-ლანკაზე მოგზაურობა „ევროპროდუქტისა“ და Movement-ის კვალდაკვალ
ფოტო: ევროპროდუქტი
შრი-ლანკა მულტინაციონალური, განსხვავებული კულტურების, რელიგიებისა და ენების ქვეყანაა, რომლებიც ჰარმონიულად თანაარსებობს ერთმანეთთან.
"ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩემთვის სწორედ იმის დანახვა იყო, რომ განსხვავებების მიუხედავად, ეს კულტურები ერთმანეთს კი არ უშლიან ხელს, პირიქით, ავსებენ და სწორედ ამ ერთიანობით ქმნიან ქვეყნის უნიკალურობას“, — ამბობს ანანო თავხელიძე.
ამის მაგალითი შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში მდებარე განგარამას ბუდისტური ტაძარიცაა, რომელსაც ერთ-ერთ ვიდეოში ვეცნობით. მისი არქიტექტურა შრი-ლანკურ, ჩინურ, ტაილანდურ და ინდურ დეტალებს შეიცავს. დამბულას ძველი ბუდისტური ტაძრის არქიტექტურა კი იმასაც ადასტურებს, რომ შრი-ლანკა სხვადასხვა კულტურებისა და ცივილიზაციების შეხვედრის ადგილად ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იქცა.
თუ ვიდეოს ნახვის შემდეგ შრი-ლანკაში მოგზაურობას თავადაც გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ სიგირიაც — კლდეში ნაკვეთი ციხესიმაგრე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.
ველური ბუნება და სპილოები
ფოტო: ევროპროდუქტი
შრი-ლანკის გასაცნობად ადგილობრივები ეროვნული პარკებიდან ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ უდავალავეს პარკის ნახვასაც გვირჩევენ. აქ 800-მდე სპილო, ასევე, ველური და უნიკალური სახეობების სხვა ცხოველები თუ ფრინველები სახლობენ.
"უდავალავეში არის სპილოების თავშესაფარიც, სადაც ობლად დარჩენილი სპლიყვები მიჰყავთ. მათ იქ 5 წლამდე ზრდიან, იქამდე, სანამ ველურ ბუნებაში დასაბრუნებლად მზად არ იქნებიან. ის, თუ როგორ ზრუნავენ შრი-ლანკელები სპლიყვებზე, კარგად აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად ბუნებისა და მისი ბინადრების მიმართ", – ამბობს ანანო თავხელიძე.
მართლაც, შრი-ლანკელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრებაა. ისინი ამბობენ, რომ ბუნებისგან სიკეთეების მისი დაზიანების ხარჯზე არ უნდა მივიღოთ. თუმცა, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, გარემოზე ადამიანთა მავნე ზემოქმედება მაინც შესამჩნევია. სწორედ ამიტომ, დილმამ 2007 წელს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია დააფუძნა. კომპანიის მოგების ნაწილი ამ ორგანიზაციაში მიდის და ის მდგრადი მეურნეობის განვითარებას, გარემოზე ზიანის შემცირებასა და გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ხმარდება.
ფოტო: ევროპროდუქტი
"დაარსებიდან დღემდე, დილმას მთავარი ღირებულება ეთიკური ჩაის შექმნაა, რაც არა მხოლოდ ხარისხიანი და სუფთა პროდუქტის შექმნას გულისხმობს, არამედ მის ისე წარმოებას, რომ ბუნებას ზიანი არ მიადგეს. გვინდა, ამაში სხვა ადგილობრივ მწარმოებლებსაც დავეხმაროთ", — ამბობს დილან ფერნანდო, დილმას აღმასრულებელი დირექტორი და კომპანიის დამფუძნებლის, მერილ ჯეი ფერნანდოს შვილი.
ჩაი — შრი-ლანკის კულტურისა და ველური ბუნების ნაყოფი
ფოტო: ევროპროდუქტი
შრი-ლანკა ჩაის ერთ-ერთი უნიკალური სახეობის — ცეილონის ჩაის სამშობლოა. მის ხარისხსა და ნამდვილ გემოს ქვეყნის კლიმატის, ნიადაგისა და კულტურის ერთობლიობა განაპირობებს. შრი-ლანკაში ჩაის მოყვანისა და დამუშავების ადგილობრივი წესები აქვთ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაის ხელით კრეფის პრაქტიკა და ქიმიურ დანამატებზე უარის თქმაა.
ადგილობრივი წესების გათვალისწინებით, ნამდვილ ცეილონის ჩაის დილმა 35 წელზე მეტია ქმნის. სწორედ ამიტომ, თუკი შრი-ლანკაში მოხვდებით, ქვეყნის სრულფასოვნად გასაცნობად შრი-ლანკელები აუცილებლად გირჩევენ დილმას ცეილონის ჩაის გასინჯვასაც.
ფოტო: ევროპროდუქტი
თუმცა, მანამდე მის დაგემოვნებას საქართველოშიც შეძლებთ. მეტიც, ევროპროდუქტმა საქართველოში დილმას პროდუქტი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.
"დილან ფერნანდოს ქართული ბაზარი ძალიან აინტერესებს, ამიტომ ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. აღმოჩნდა ისიც, რომ დილანსა და დილმას სხვა წარმომადგენლებს ძალიან უყვართ საქართველო და ქართული სამზარეულო. ამიტომ, ისინი საქართველოში მოვიწვიეთ და შემოდგომაზე უკვე ჩვენ ვიქნებით მათი მასპინძლები", — ამბობს თორნიკე თავდიშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები