"რუსულო სამხედრო გემო, იძი ნა ხ*ის" ავტორი სხვა აღმოჩნდა, მესაზღვრის ვინაობას უსაფრთხოებისთვის მალავდნენ
თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, ალექსეი კპოიტკოს განცხადებით, "რუსულო სამხედრო გემო, იძი ნა ხ*ის" ავტორი სხვა მესაზღვრე იყო, რომელმაც ტყვეობაში 1,5 თვე გაატარა. მისი თქმით, რეალური ავტორის ვინაობას მისი უსაფრთხოებისთვის მალავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"იმ საზღვაო ქვეითის ფრაზის ავტორად დასახელებით, რომელიც უკვე გათავისუფლებული იყო ტყვეობიდან, მოვახერხეთ, გამოგვეხსნა ის მესაზღვრეც, რომელმაც რეალურად თქვა ეს ფრაზა. სხვა სიტუაციაში, მას არ გაათავისუფლებდნენ ან აწამებდნენ, ან წამებით გატეხავდნენ და აიძულებდნენ კამერასთან რუსული პროპაგანდის ფრაზები გაეჟღერებინა", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ საზღვაო ქვეითმა საკუთარ თავზე აიღო საჯაროობა, რითიც მესაზღვრე გადაარჩინა.
მანამდე ზმეინის კუნძულის სასაზღვრო დაცვის უფროსმა თქვა, რომ რუსები მესაზღვრეებს სთავაზობდნენ ჩაბარებულიყვნენ და აეღოთ მაღალი ხელფასი, რასაც არ დათანხმდნენ. მანვე დაადასტურა, რომ რადიო კავშირთან მხოლოდ მესაზღვრეებს ჰქონდათ შეხება.
"მე ვიყავი ამ ფრაზის წარმოთქმის მოწმე, ფრაზის ავტორი 1,5 თვე იყო ტყვეობაში, ახლა თავისუფალია", — განაცხადა მან.
UNIAN წერს, რომ ინფორმაცია მათ სახელმწიფო სასაზღვრო წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ დაუდასტურა. მისი თქმით, ამ ფრაზის მებრძოლისთვის და არა მესაზღვრისთვის მიწერა, იყო საინფორმაციო ოპერაცია, რათა არავინ დაშავებულიყო, რადგან იმის გამო, რომ რადიო კავშირთან წვდომა მხოლოდ მესაზღვრეებს ჰქონდათ, ტყვეობაში ყოფნისას ოკუპანტები მათ მიმართ "განსაკუთრებულ ყურადღებას" იჩენდნენ.
მისივე განცხადებით, სახელს გაასაჯაროებენ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა იქნება. დემჩენკომ დაამატა, რომ ზმეინის ყველა მცველი გმირია, ამიტომაც ერთმანეთის გვერდი-გვერდ იდგნენ.
მანამდე ამ ფრაზას უკრაინელ მებრძოლს, რომან გრიბოვს მიაწერდნენ, რომელიც ტყვეობიდან 29 მარტს გაათავისუფლეს.
რა მოხდა კუნძულ ზმეინიზე
25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსები უკრაინული კუნძულის აღებას ცდილობდნენ. მალევე გავრცელდა ჩანაწერიც, სადაც ისმოდა, რომ რუსული სამხედრო გემი მოუწოდებდა კუნძულზე მყოფ უკრაინელ მესაზღვრეებს დანებებულიყვნენ, თუმცა პასუხად მიიღეს: "რუსულო სამხედრო გემო, იძი ნა ხ*ი".
ფრაზა მალევე იქცა წინააღმდეგობის სიმბოლოდ და მსოფლიოს მასშტაბით არაერთი საპროტესტო აქციის სლოგანი გახდა.
25 თებერვალს სხვადასხვა წყაროდან გავრცელდა ინფრომაცია იმაზე, რომ რუსებმა კუნძული დაბომბეს და მცველები დაიღუპნენ. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ ჯარისკაცები გმირულად დაიღუპნენ, მაგრამ კუნძული არ დათმეს და ყველას გმირის წოდება მიანიჭა.
თუმცა მოგვიანებით, ინფორმაცია დაზუსტდა და გაირკვა, რომ მესაზღვრეები რუსებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები