არტანუჯის ახალი წიგნები, რომლებიც წიგნის ფესტივალზე არ უნდა გამოგრჩეთ
წიგნის ფესტივალამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა — თუ ახალ გამოცემებს ყურადღებით ეცნობით, წესით, სწორედ ახლა უნდა ადგენდეთ სიას, რა იყიდოთ ფესტივალზე. სხვანაირად შეიძლება უამრავ სტენდსა და ფასდაკლებებში აიხლართოთ და მერე გული დაგწყდეთ, რომ რომელიმე საინტერესო წიგნი შესაშურ ფასად ვერ ჩაიგდეთ ხელში.
წელს ფესტივალზე გამომცემლობა არტანუჯი მკითხველზე მორგებული სრულიად ახალი სტენდით წარდგება: შეხვედრების სივრცით და ბევრი ახალი გამოცემით. ასევე დაგხვდებათ საფესტივალო ფასდაკლებები და საინტერესო საჩუქრები.
ამ სტატიაში არტანუჯის ახალ გამოცემებს წარმოგიდგენთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, თქვენს თაროებზე საპატიო ადგილს იმსახურებენ.
1. გალაკტიონი უცენზუროდ
თეიმურაზ დოიაშვილი, ნათია სიხარულიძე
"ცხოვრება არ ღირს, თუ არ იცინე" — ეს სიტყვები არა რომელიმე კომიკოსს, არამედ გალაკტიონს ეკუთვნის. თეიმურაზ დოიაშვილისა და ნათია სიხარულიძის წიგნი გალაკტიონის მსუბუქ, სკაბრეზულ მხარეს გვიჩვენებს, რომელზეც ყველას გვსმენია, მაგრამ მხოლოდ გაკვრით.
"გალაკტიონი უცენზუროდ" ქმნის კონტექსტს, რომელშიც პოეზიის მეფე ბევრად უფრო ადამიანური ჩანს: ხან — ყოფიერებით იმედგაცრუებული, ხანაც — პატარა ცხოვრებისეული დეტალებით თავშექცეული.
წიგნში შესულია ასევე პოეტის მიერ სხვადასხვა დროს შეკრებილი სახუმარო ამბები, დიალოგები და ანეკდოტები. წიგნი მოიცავს სახუმარო კონტექსტის განმარტებას, რათა მკითხველისთვის ცხადი იყოს ის გარემოებები, რომელშიც "უცენზურო გალაკტიონი" არსებობდა.
ტექსტი გაფორმებულია გალაკტიონის ჩანახატებით.
ფასი ამჟამად: 24,95 ₾
ფასი ფესტივალზე: 21 ₾
2. ნაპოლეონის მარშლები
ალექსანდრე მიქაბერიძე, ნიკა ხოფერია, ლევან მიქაბერიძე
ეს არის წიგნი ოცდაექვს კაცზე, რომლებმაც გასაოცარი ცხოვრებით იცხოვრეს: ისინი მიილტვოდნენ ძალაუფლებისაკენ, ხლართავდნენ ინტრიგებს, მონაწილეობდნენ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებში და ყველა დროის უდიდესი მხედართმთავრის მხარდამხარ იბრძოდნენ.
ამ წიგნით ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება, მარშლების საინტერესო და დრამატულ ცხოვრებას გაეცნონ.
გაფრთხილება: წაკითხვის შემდეგ დიდი შანსია, მეგობრებს ნაპოლეონზე და მის მარშლებზე საუბრით ყურები გამოუჭედოთ.
ფასი ამჟამად: 59,95 ₾
ფასი ფესტივალზე: 39 ₾
3. სერია "თან საკითხავი"
- თუ ხშირად კითხულობთ ტრანსპორტში, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება ყურადღება გაგეფანტოთ;
- თუ პასუხისმგებლობის გრძნობის გამო ყველა წიგნს ბოლომდე ამთავრებთ, მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება აღარ გსურთ;
- თუ გავიწყდებათ, სად გაჩერდით და ამის გამო წიგნის ხელახლა ხელში აღება გიჭირთ....
მაშინ არტანუჯის სერია "თან საკითხავი" სწორედ თქვენთვისაა: ეს სერია აერთიანებს წიგნებს, რომლებიც თქვენგან თავდადებას არ მოითხოვენ. თითოეულ გამოცემაში ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების შესახებ შეკრებილი, გასაგები და უშუალო ენით დაწერილი, მცირე მოცულობის ძალზე საინტერესო ამბებია თავმოყრილი. ნაწილები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და წიგნის კითხვა შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან დაიწყოთ.
სერია 62 წიგნს აერთიანებს.
სერიაში ნახავთ წიგნებს კონკრეტული პიროვნებების, ისტორიული მოვლენებისა თუ თემატური ინტერესების შესახებ.
4. 1921-1990 ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი
ლევან ბერძენიშვილი
"საბჭოთა კავშირში უფრო მეტი მაქვს ნაცხოვრები, ვიდრე დამოუკიდებელ ქვეყანაში. კიდევ მჭირდება რამდენიმე წელი, რომ "გამოვსწორდე" და მეტი ვიცხოვრო საქართველოში" — ამბობს ლევან ბერძენიშვილი, რომლის ცხოვრების ისტორიაზეც ვერ ვისაუბრებთ ისე, რომ საბჭოთა კავშირი არ ვახსენოთ.
ეს წიგნი იმაზე უკეთ გაჩვენებთ საბჭოთა კავშირის რეალობას, ვიდრე ამ თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმები. ავტორი საკუთარი ცხოვრებისეული ამბების მოგონებით პასუხს სცემს კითხვებს: რა იყო საბჭოთა კავშირი? რა იყო პიონერია? გულაგი? როგორი იყო განათლების სისტემა? სკოლაში რა ხდებოდა? ვინ იყო სტალინი? ვინ იყო ბერია? და ასე შემდეგ…
ეს წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ეპოქაში, როცა მოგონებები საბჭოთა კავშირის ყოველდღიურობის შესახებ უფრო და უფრო ფერმკრთალდება და სიმართლეს ლეგენდები და მითები ანაცვლებს.
ფასი ამჟამად: 16 ₾
5. სერია "გავიცნოთ საქართველო"
ფოტო: გამომცემლობა არტანუჯი
ფოტო: გამომცემლობა არტანუჯი
ფოტო: გამომცემლობა არტანუჯი
რა ვაჩუქოთ უცხოელ მეგობარს, რომელსაც საქართველოს შესახებ მეტის გაგება სურს? სერიის "გავიცნოთ საქართველო" წიგნები საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ არაერთ საინტერესო გამოცემას აერთიანებს ინგლისურ და რუსულ ენებზე.
აქ ყველაფერს იპოვით: დაწყებული ქართული ლეგენდებითა და მეღვინეობით და დასრულებული — თბილისის სტრიტარტ ნამუშევრებით.
6. ფორმულა 51
არჩილ ზამბახიძე, ქეთევან პაპავა
ქეთი და აჩო უკვე ორ წელზე მეტია, ფორმულას დილის ეთერში ადვილად მოსამზადებელ და ძალიან გემრიელ კერძებს ქმნიან. ეს წიგნი 51 რეცეპტს აერთიანებს და მშველელად მოგევლინებათ მაშინ, როცა ზუსტად არ იცით, რა მოამზადოთ.
მნიშვნელოვანია, რომ რეცეპტები ჩვენს რეალობას არის მორგებული. ასე რომ, თუ კულინარიით ხართ გატაცებული, ეს წიგნი შთაგონების პოვნაში დაგეხმარებათ.
ფასი ამჟამად: 31,90 ₾
ფასი ფესტივალზე: 25,50 ₾
წიგნის ფესტივალი 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით. ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართება. ფესტივალი ოფიციალურად 26 მაისს 12:00-ზე გაიხსნება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები