ცენზურასთან ბრძოლის სიმბოლო — მხევლის წიგნის ცეცხლგამძლე ეგზემპლარი გამოიცა
ფოტო: Penguin Random House
იმის მიუხედავად, რომ 2022 წელი დგას, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ხელოვანებს კვლავ ზღუდავენ, მათ შემოქმედებას კი არცთუ იშვიათად ცენზურა ემუქრება ხოლმე. სწორედ ამ პრაქტიკის წინააღმდეგ აიმაღლა ხმა ამერიკულმა გამომცემლობამ Penguin Random House-მა და გადაწყვიტა, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ნაწარმოები, მარგარეტ ეტვუდის მხევლის წიგნი, ცეცხლგამძლე ეგზემპლარად გამოეცა. ეგზემპლარი აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა კი მწერალთა ასოციაცია PEN-ს გადაეცემა.
უჩვეულო გამოცემის დასაანონსებლად გამომცემლობამ ორიგინალური ვიდეოც გადაიღო — კადრში 82 წლის მარგარეტ ეტვუდი ჩნდება და თავისი ყველაზე ცნობილი რომანისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობს, თუმცა, ამაოდ.
გამომცემლობის თქმით, მხევლის წიგნის ცეცხლგამძლე გამოცემა ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. ვიდეოში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ გასულ წელს მსოფლიოში არაერთი წიგნი აიკრძალა, ზოგიერთს კი ცენზურის უკიდურესი ფორმა — დაწვაც — შეეხო.
გამოცემის ერთ-ერთი შემქმნელი სააგენტოს წარმომადგენელს, რობი პერსის და კრეატიულ დირექტორ ქეროლინ ფრიზენს იდეა სწორედ მაშინ დაებადათ, როცა შარშან ტეხასის კანონმდებელმა იმ ასობით წიგნის სია შეადგინა, რომელიც სასკოლო ბიბლიოთეკებიდან უნდა ამოღებულიყო.
პერსიმ და ფრიზენმა იფიქრეს, რა იქნებოდა ცენზურის უკიდურესი ფორმისგან წიგნის დაცვის საშუალება და ასე გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ცეცხლგამძლე ეგზემპლარი, როგორც დაუმორჩილებლობის სიმბოლო. თუ რომელი წიგნი იქნებოდა ეს, ბევრი არ უფიქრიათ — 1980-იან წლებში გამოსული მხევლის წიგნი ხომ არაერთხელ აუკრძალავთ.
საბოლოოდ, 384-გვერდიანი ტექსტი ჩვეულებრივი ფურცლის მაგივრად, სპეციალურად დამუშავებული ალუმინის შემცველი პროდუქტით დამზადდა და ხელით აიკინძა, რასაც ორ თვეზე მეტი დასჭირდა.
მხევლის წიგნი კი პოპულარობას არ კარგავს. წიგნის გამოცემიდან თითქმის ოთხი ათწლეულის შემდეგაც კი, ნაწარმოები და თემები, რომლებსაც ეტვუდი შეეხო, კვლავ აქტუალურია. მეტიც — რომანის მიხედვით გადაღებული სერიალის პროდიუსერი და მსახიობი ელიზაბეთ მოსი ნატრობს კიდეც, რომ გილეადის ამბები ჩვენს რეალობაში ასეთი აქტუალური აღარ იყოს. საქმე ეხება აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილებას, ქვეყანაში ადამიანებს აბორტის უფლება შეეზღუდოთ. მხევლის წიგნში განხილული ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი სწორედ ქალების რეპროდუქციული უფლებების ხელყოფაა.
სხვათა შორის, ამ შესაძლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებზე ბევრი ადამიანი სწორედ გილეადის მხევლის სამოსით გამოვიდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები