ალეკო ელისაშვილი

25 May. 2022, 18:52

სადებატო რა არის ამ თემაზე არ ვიცი. საქართველოს გავარვარებული მტრების გარდა, ალბათ, ლავროვის, პუტინის და შხამიანი პროპაგანდისტი ქალები და კაცები რომ არიან რუსეთის ტელევიზიებზე მათ გარდა, არ ვიცი, ვის არ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მიღებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგას კაცობრიობის ისტორიაში ამ ყველაზე ცივილიზებული, ადამიანური, კონფედერაციის და სახელმწიფოთა გაერთიანებისკენ [...] 

ევროპარლამენტარებთან და პოლიტიკოსებთან მიმართებაში ეს აგდებული ლაპარაკი რომ მოდაში შემოვიდა, ეს რას ემსახურება ვერ ვხვდები, თუ არა იმას, რომ ზუსტად დავშორდეთ ევროპას და ზუსტად ვერ მივიღოთ ის სტატუსი. არადა, რა ვითარებაა, რამ მოიტანა, კი ძალიან მონდომებულები ვიყავით ყოველთვის, მაგრამ, რეალურად, ყოველთვის შორს იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც. ახლაც არ ვიცი, მოგვცემენ თუ არა, არც მეძინება ლამის ამაზე ფიქრით, რომ ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ, რამ შექმნა ეს რეალობა ხო? ახალი რეალობაა, რამ დააჩქარა ჩვენი, უკრაინის და მოლდოვის სწრაფვა — უკრაინელი ხალხის თავგანწირვამ, უკრაინელი ხალხის თავგანწირულმა ბრძოლამ შექმნა ეს რეალობა. 

ამ ფონზე, როდესაც დღე და ღამ მადლიერებით უნდა ვიყოთ უკრაინელების თავგანწირვით, უკრაინის ხელისუფლების თავგანწირვით, ამ დროს რას ვუსმენთ — ქართული ოცნებიდან ლანძღვას. კიდევ კარგი, ბოლო დროს აღარ მესმის ეს აგდებული ლაპარაკი თუნდაც ზელენსკიზე, რომელმაც თავი გადადო თავისი ქვეყნისთვის. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…