ვოლოდიმირ ზელენსკი

27 May. 2022, 01:36

ზუსტად 8 წლის წინ, 26 მაისს დონეცკის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. იმ დღეს, სავარაუდოდ, ვერავინ წარმოიდგენდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები დონბასში ამ წლების განმავლობაში, შემდეგ კი — მთელ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგად. მაგრამ იმ დღესაც, ისევე, როგორც ნებისმიერ შემდეგ დღეს და ახლაც, შეიძლება დარწმუნებით თქვა ორი რამ:

პირველი — უკრაინა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა და არასდროს გატყდება. ერთადერთი საკითხია, რა ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს ხალხს თავისუფლებისთვის, ხოლო რუსეთს — ჩვენ წინააღმდეგ ამ უაზრო ომისთვის. და მეორე — მოვლენების კატასტროფული განვითარება შეიძლებოდა შეჩერებულიყო, თუ მსოფლიო უკრაინაში არსებულ ვითარებას ისე განიხილავდა, როგორც საკუთარს, თუ მსოფლიოს ძლიერი [ლიდერები] რუსეთთან არ იფლირტავებდნენ და მართლა მოახდენდნენ ზეწოლას ომის დასასრულებლად. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…