დავით უსუფაშვილი

27 May. 2022, 13:17

დიახ, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. ახლა გადავიდეთ საქმეზე და ვილაპარაკოთ იმაზე, რას არ იმსახურებს საქართველო. საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს არაევროპულ ცხოვრების სტილს, არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, არაევროპულ ღირებულებებს, არაევროპულ ინსტიტუტებს, არაევროპულ სახელისუფლებო სისტემას, აი, ამას არ იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო.

საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ქართველი ხალხის და უამრავი ინდივიდუალური პოლიტიკოსის, საჯარო მოხელის წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის, მაგრამ არ იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო იმას, რომ ქვეყნის მთავრობა დაკავებულია ქვეყნის გაყოფით და ყოველდღე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან მოედინებოდეს ნიაღვარი გამონათქვამების, შეფასებების, დამოკიდებულებების, რომელიც საქართველოს ერთ ნაწილს, მინიმუმ 50%-ს, ყოველდღიურად აგრძნობინებს, რომ ის ზედმეტია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…