ჰილარი კლინტონის მსგავსად, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მაკრონის იმეილებიც გატეხეს
ფოტო: REUTERS
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის კომპიუტერი და ელექტრონული ფოსტა გატეხეს, რამაც ჰაკერებს მისი მიმოწერის მოპოვების შესაძლებლობა მისცა. მაკრონმა უკვე აღიარა, რომ არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, მის მიმართ კიბერ შეტევა განხორციელდა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.
9 გიგაბაიტის მოცულობის მასალა, სახელად EMLEAKS, ერთ-ერთ ფრანგულ საიტზე (Pastebin) გამოქვეყნდა. ამ საიტის მეშვეობით ანონიმური და პირადი დოკუმენტების გაზიარება ხდება. უცნობია, ვინ არის პასუხისმგებელი ამ მასალის გამოქვეყნებაზე ან, არის თუ არა ის ნამდვილი.
მოგვიანებით, მაკრონის პოლიტიკურმა მოძრაობამ დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის ონლაინ მონაცემები გატეხეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნულზე კომენტარი არ გააკეთა, რადგან მისი თქმით, საფრანგეთის კანონმდებლობა მას უკრძალავს ნებისმიერ განცხადებას არჩევნების წინ, მასზე გავლენის მოხდენის თავიდან არიდების მიზნით.
საპრეზიდენტო არჩევნების კომისიამ მედიას მოუწოდა, რომ აღნიშნული თემის გაშუქებისას სიფრთხილე გამოიჩინოს და დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავოს კამპანიის დასრულებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შესაძლოა სასამართლო დავის საბაბი გახდეს.
მაკრონის იმეილების გატეხვის შესახებ ინფორმაცია პარასკევს საღამოს გავრცელდა, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე საარჩევნო კამპანია ქვეყნის მასშტაბით აიკრძალებოდა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელახლა დაიწყო ჰილარი კლინტონის "იმეილების საქმის" გამოძიება. ამის საფუძველი კი გახდა FBI-ის გამომძიებლების მიერ აღმოჩენილი ახალი ელექტრონული შეტყობინებები, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას, პერსონალური სერვერიდან აქვს გაგზავნილი.
2016 წლის 7 ნომებერს, არჩევნების წინა დღეს, გამოძიების დირექტორის ჯეიმს კომიმ განაცხადა, რომ ე.წ. იმეილების საქმეში ჰილარის დანაშაული არ იკვეთებოდა. კომიმ განცხადება დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის შეწყვეტამდე სულ მცირე დროით გაავრცელა.
ჰილარი კლინტონი არჩევნებში დამარცხებას სწორედ FBI-ის დირექტორს აბრალებს და აცხადებს, რომ არჩევნების დღემდე ცოტა ხნით ადრე, FBI საარჩევნო პროცესში მისთვის ნეგატიურად ჩაერია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები