საქართველოს ბანკმა 50 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი პირველადი კაპიტალი მოიზიდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკმა 50 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი პირველადი კაპიტალი მოიზიდა. შეთანხმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და Swedfund International AB (Swedfund)-თან გაფორმდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბოლოო თანხმობის შემდეგ, აღნიშნული ტრანზაქცია ქვეყნის მასშტაბით იქნება პირველი დამატებითი პირველადი კაპიტალი სპეციალური მწვანე კომპონენტით.
შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ფინანსურ რესურსს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მიდგომასთან (GET) შესაბამისობაში არსებულ ინვესტიციებზე მიმართავს. ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, EBRD და Swedfund გამოყოფენ გრანტს, რომლითაც მხარს დაუჭერენ საქართველოს ბანკის მიერ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ინიციატივებს.
"მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი მრავალწლიანი, წარმატებული პარტნიორობა EBRD-თან და Swedfund-თან ახლა უკვე მწვანე კომპონენტის მქონე დამატებითი პირველადი კაპიტალის მოზიდვის ფარგლებში გრძელდება. აღნიშნული სინდიცირებული ფინანსური რესურსი ბანკს, უცხოური ვალუტის თვალსაზრისით, კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიცირების შესაძლებლობას მისცემს, მწვანე კომპონენტი კი გააძლიერებს ბანკის გარემოსდაცვით და სოციალურ ინიციატივებს. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-სა და Swedfund-ს მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ მრავალი ერთობლივი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ფოტო: საქართველოს ბანკი
"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერო ჩვენ დიდი ხნის პარტნიორთან — საქართველოს ბანკთან. ეს არის EBRD-ს პირველი სუბორდინირებული AT1 ფინანსური პაკეტი, ინსტრუმენტი, რომელიც გააძლიერებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურას, შექმნის ბუნებრივ დაცვას ვალუტის მერყეობისაგან და უზრუნველყოფს დამატებითი კაპიტალის უწყვეტ შედინებას საქართველოს რეალურ ეკონომიკაში. აქვე მინდა, განსაკუთრებულად შევაქო საქართველოს ბანკი აღებული ვალდებულებისთვის, სესხის ეკვივალენტი თანხით განახორციელოს მწვანე ინვესტიციები, რომლებიც შეესაბამება EBRD-ს მკაცრ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (GET) მიდგომას",— განაცხადა ფრანსის მალიჟმა, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში წამყვანი და სისტემური ბანკის მხარდაჭერა. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს ბანკთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაგრძელებას. ეს Swedfunds-ის რიგით მეორე ინვესტიციაა საქართველოს ბანკში ფინანსური ინკლუზიისა და მწვანე კომპონენტის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს ბანკს აქვს ფართო მომხმარებელთა ბაზა, კარგად დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი, ის მძლავრად არის წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში, მას აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის დიდი გამოცდილება. Swedfund-ი ინვესტიციებს ახორციელებს EBRD-ის პარალელურად, რათა ხელი შეუწყოს ბანკის მწვანე კომპონენტის პორტფელის გაფართოებას",პორტფელი განაცხადა მარია ჰაკანსონმა, Swedfund-ის გენერალურმა დირექტორმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები