საერთაშორისო ლიცენზიის მქონე საამქროები და ინოვაციური პროგრამა — რას გთავაზობთ GT მოტორსი
ფოტო: GT Motors
ჯი-თი მოტორსი საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის წამყვან ბრენდებს, Ford-ს, Jaguar-ს, Land Rover-სა და Suzuki-ს ექსკლუზიურად წარმოადგენს. წარმომადგენლობა მხოლოდ შოურუმების ფუნქციონირებასა და ამ ბრენდების ავტომობილების გაყიდვაში არ გამოიხატება. ჯი-თი მოტორსში ფუნქციონირებს სამღებრო-სათუნუქე საამქრო, რომლის მომსახურებაც ავტომატურად გულისხმობს Ford-ის, Jaguar Land Rover-ისა და Suzuki-ის ხარისხს.
კომპანიის ბოდიშოპში პროფესიონალი გუნდი მოგაწვდით ისეთ მოთხოვნად სერვისებს, როგორიცაა, მაგალითად, პოლირება, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები.
სათუნუქე საამქრო
თუნუქისა და ალუმინის ძარების ზუსტი გეომეტრიული ზომები და ფორმები ავტომობილის, როგორც უსაფრთხოების აუცილებელი, ასევე ვიზუალის მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნაწილია. ჯი-თი მოტორსის ბოდიშოპში თუნუქისა და ალუმინის ძარების ზუსტი გაზომვისა და გეომეტრიის აღდგენისათვის უახლეს ტექნოლოგიას იყენებენ. შვედური კომპანია Car-o-Liner-ის დანადგარი მხოლოდ ჯი-თი მოტორსშია ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, კომპანიამ რეგიონში პირველმა მიიღო Jaguar Land Rover-ის ლიცენზია ალუმინის სტრუქტურულ შეკეთებაზე. აღნიშნული ლიცენზიის მიღება საკმაოდ რთულია, რადგან საქმე თანამედროვე ავტომობილებს ეხება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ლიცენზიას სხვა პრემიუმ ავტომწარმოებლებიც აღიარებენ.
სამღებრო საამქრო
ზუსტი ფორმების აღდგენაზე არანაკლებ საყურადღებო ავტომობილის ფერის "დასმაა". სამუშაოს იდეალურად შესრულებისთვის, ჯი-თი მოტორსმა სამღებრო საამქრო თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვა. საამქროში მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული დანადგარებითა და ინსტრუმენტებით მუშაობენ.
რაც შეეხება საღებავს, გამოიყენება გლაზურიტის უმაღლესი ხარისხის, წყლის ბაზაზე დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა საღებავი, რომელიც რეკომენდებულია იაგუარის, ლენდ როვერის, სუზუკისა და ფორდის მიერ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ჯი-თი მოტორსის ბოდიშოპში შესრულებული სამუშაოს ხარისხს უსვამს ხაზს, იტალიური ბრენდის, Fiac-ის კომპრესორებია. ეს კომპრესორები უზრუნველყოფენ ჰაერის ოთხჯერად ფილტრაციას. შედეგად, შეღებვისას ავტომობილზე მტვერის დადება გამორიცხულია. გაშრობის პროცესი კი იმართება ავტომატურად, ზუსტად შერჩეული დროითა და ტემპერატურით.
პოლირების საამქრო
პოლირების სერვისი ავტოინდუსტრიაში განსაკუთრებით მოთხოვნადია. ხარისხის უზრუნველსაყოფად, ჯი-თი მოტორსის ბოდიშოპში მხოლოდ ევროკავშირში წარმოებულ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს იყენებენ. აქ შესაძლებელია ავტომობილის როგორც სრული, ისე ნაწილობრივი პოლირება, ცვილითა და კერამიკით დაფარვა, და, რა თქმა უნდა, ფარების და მინის სხვა დეტალების ინდივიდუალური პოლირებაც.
ინოვაციური პროგრამა აუდატექსი
მომხმარებლის დროის ეკონომიისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ჯი-თი მოტორსმა გადაწყვიტა, ბოდიშოპში ინოვაციური პროგრამა დაენერგა. პროგრამა აუდატექსი საქართველოში პირველმა სწორედ ამ კომპანიამ დანერგა, რითიც სამუშაოს შესრულების ზუსტი დროის გათვლა შეძლო. აუდატექსი აღიარებულია ყველა წამყვანი ევროპული სადაზღვევო კომპანიის მიერ.
ჯი-თი მოტორსის კვალიფიციური გუნდი
ჯი-თი მოტორსში სჯერათ, რომ მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდების მთავარი პირობა კვალიფიციური და ძლიერი გუნდია. სწორედ ამიტომ, კომპანია უზრუნველყოფს ბოდიშოპის თანამშრომლების კომპეტენციის მუდმივ ზრდას. გუნდს რეგულარულად უტარდება ტრენინგები. ჯი-თი მოტორსის ბოდიშოპის თანამშრომლებს გამოცდილებას უცხოელი ტრენერები უზიარებენ, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ამ კომპანიის მოწვევით ჩამოდიან.
გარდა ამისა, რეგულარულად იმართება გასვლითი ტრენინგებიც. მაგალითისთვის, სათუნუქე საამქროს თანამშრომლები მუდმივად გადიან გადამზადებას დუბაიში, ხოლო სამღებრო საამქროს გუნდი კი თურქეთში სწავლობს.
"ნებისმიერი პროცედურის წარმატებით ჩასატარებლად ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანების პროფესიონალიზმს, რაც არ უნდა ზუსტი ხელსაწყოები და დანადგარები გვქონდეს, თუ მათ სწორად არ მოვიხმართ, სასურველი შედეგის მიღება შეუძლებელია", — ამბობს ჯი-თი მოტორსის გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაკურ ჭელიძე, — "ჯი-თი მოტორსში ადამიანის ცოდნისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობა გვესმის, ამიტომ მუდმივად ვახდენთ პერსონალის სწავლებას და მათი ცოდნის ტესტირებას. ბოლო პერიოდის პანდემიური მოვლენების მიუხედავად ჩვენი თანამშრომლების სწავლების პროცესი არ შეჩერებულა და ის ონლაინ რეჟიმშიც მიმდინარეობდა".
კომპანია ჯი-თი მოტორსი საქართველოს ბაზარზე 15 წელია, ოპერირებს და მომხმარებელს მსოფლიო ბრენდების ავტომობილებსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. 2022 წლიდან ჯი-თი მოტორსი Ford-ს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ — აზერბაიჯანშიც. უახლოეს მომავალში იგეგმება Ford-ის შოურუმის გახსნა ბაქოში. კომპანია ასევე გეგმავს, განვითარდეს საქართველოს რეგიონებშიც. სულ მალე ჯი-თი მოტორსის განახლებული შოურუმი და საავტომობილო სერვისის სივრცე გაიხსნება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები