სამი ტექნოლოგიური აქცია, რომლის ფასიც დავარდა — რას უნდა ველოდოთ
CNBC-ის წამყვანისა და ანალიტიკოსის, ჯიმ კრამერის შეფასებით, ზოგიერთი აქციის ღირებულება იმდენად დაცემულია, რომ სამომავლოდ მათი ზრდა გარდაუვალია. აქ აღსანიშნავია ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა: Amazon, Facebook — იგივე Meta Platforms, Alphabet და სხვები.
არაერთი ექსპერტის შეფასებით, აქციების ვარდნა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ კომპანიების პერსპექტივები შეაფასო და მათი ფასიანი ქაღალდები იყიდო. კრამერი სწორედ იმ ტექ-კომპანიების აქციებს ასახელებს, რომელთა აქციების ზრდასაც დიდი ალბათობით ელოდება.
Amazon (AMZN)
ფოტო:
Hello I'm Nik / Unsplash
კრამერის თქმით, ამ კომპანიას შეუძლია აქციების ღირებულება გაზარდოს იმ შემთხვევაში, თუ შეამცირებს საწყობისა და თანამშრომლების რაოდენობას და მეტად აგრესიულ სარეკლამო კამპანიას წამოიწყებს. ამასთან, ანალიტიკოსის შეფასებით, კომპანიამ საკუთარი ვებ სერვისების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს.
"ამაზონი არის კომპანია, რომლის ერთი აქციაც 2024 წლისთვის 82 დოლარს გამოიმუშავებს. ვიდრე ამ მონაცემზე გაგეცინებათ, დაფიქრდით, რომ ახლა, 2022 წლისთვის ეს მაჩვენებელი ნახევარზეა", — თქვა კრამერმა.
ბოლო მონაცემებით, კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 2 433 დოლარად არის შეფასებული, რაც მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით 29%-ით არის შემცირებული.
Meta Platforms (FB)
ფოტო: finance.yahoo.com
Meta ერთ-ერთია იმ აქციებს შორის, რომლის ზრდის პერსპექტივასაც კრამერი ხედავს. მისი თქმით, მას მეტავერსის ხედვასთან დაკავშირებით ცუკერბერგის სჯერა და ამას მის გარდა სხვებიც იზიარებენ.
ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 188 დოლარად არის შეფასებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ფასი 2022 წლის დასაწყისთან შედარებით 45%-ით არის დაცემული.
Alphabet (GOOGL)
ფოტო: AFP
კრამერი ამბობს, რომ Google საუკეთესო ადგილია რეკლამისთვის. მისივე შეფასებით კომპანია დაცულია გრძელვადიანი ვარდნისგან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთი კომპანიები, როგორიც Snap-ია ბაზარზე კარგად ვერ პოზიციონირებს.
Alphabet-ის ერთი აქცია ამჟამად 2 277 დოლარი ღირს — კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით 22,1%-ით არის შემცირებული.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები