ხელისუფლების უმოქმედობა ალტ-ინფოს ძალადობრივ რიტორიკას აძლიერებს — DRI
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / EuronewsGeorgia.com
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს, რომ ლგბტქ+ ადამიანების უფლებების მიმართ ხელისუფლების უმოქმედობა ალტ-ინფოს ძალადობრივ რიტორიკას აძლიერებს. ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ლგბტქ+ პირების შეკრების, მანიფესტაციისა და თანასწორობის უფლების რეალიზაციის სახელმწიფო საფრთხედ აღქმა, ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობა მათ ძალადობრივი მოვლენების მდუმარე თანამონაწილედ ხდის და სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს ახალისებს", — ვკითხულობთ განცახდებაში.
DRI კიდევ ერთხელ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:
- დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ზურაბ მახარაძის მუქარის შემცველ განცხადებაზე, რომელიც დანაშაულის ნიშნების შემცველია;
- გაატარონ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან ასაცილებლად;
- უზრუნველყონ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ყველა ხელმძღვანელი პირის დაკავება.
გუშინ თბილისი პრაიდმა განაცხადა, რომ პრაიდის კვირეული ბრუნდება. ორგანიზაციის თქმით, წელს არ აქვთ სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად და რჩებიან ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. თბილისი პრაიდი აცხადებს, რომ 2022 წელი იქნება იარების მოშუშების, ძალის მოკრების, სოლიდარობის, გაერთიანების, ერთმანეთზე ზრუნვის, მიღწეული შედეგების დაფასების და სტრატეგიების გამრავალფეროვნებისა და გაფართოების წელი.
ამის შემდეგ, ძალადობრივი, ჰომოფობი და პრორუსი ჯგუფის ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია თბილისი პრაიდს ისევ დაემუქრა. მან სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა, რომ პრაიდი ფესტივალს ვერ ჩაატარებს.
დღეს კი 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორი TV პირველთან ისევ დაიმუქრა და თქვა, რომ ვერანაირი ძალა ლგბტქ+ ადამიანების დაცვას ვერ შეძლებს. ძალადობის დაანონსების შემდეგ მორგოშიამ აღნიშნა ისიც, რომ მმართველი გუნდის, მათ შორის პრემიერმინისტრის იმედი აქვთ. მისი თქმით, ღარიბაშვილის ყველ აზრი "ფაქტობრივად თანხვედრაშია ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებასთან".
მანამდე, 26 მაისს, ძალადობრივი და პუტინისტური ალტ-ინფოს კიდევ ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ ალტ-ინფოს ეთერში ძალადობა დააანონსა და თქვა, რომ შედეგი შესაძლოა იყოს "ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე წინა წელს".
ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებს ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერების მუქარაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
2021 წელს ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფები და საპატრიარქო მაშინვე დაუპირისპირდნენ თბილისი პრაიდს, როგორც კი ღონისძიებები დაანონსდა და განაცხადეს, რომ ჩატარებას არ დაუშვებდნენ. გარდა ამისა, 5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.
5 ივლისს, როცა ადამიანები საკუთარი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად რუსთაველის გამზირზე უნდა გამოსულიყვნენ, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ტერიტორია დაიკავეს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ დაარბიეს თბილის პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და თავს დაესხნენ ადამიანის უფლებათა ცენტრს, სადაც, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. 11 ივლისს აქციაზე ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. ძალადობრივ კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაგეგმილი ღირსების მარში ვერ შედგა, თუმცა, მეორე დღეს, ჟურნალისტებზე ძალადობის დასაგმობად მოქალაქეები მდუმარე აქციაზე შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ პრაიდის ორგანიზატორებიც, რომლებმაც ლგბტ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. პრაიდი ჯებირებს მიღმა მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების გინებისა და მუქარების ფონზე მაინც შედგა. აქციის დასრულების შემდეგ პრაიდის წევრებმა და ჟურნალისტებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს.
5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დასჯილები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები