ჩემი რჩეული საბავშვო ლიტერატურა — გიორგი ლიპარიშვილი | VELI.store
ფოტო: VELI.store
საბავშვო წიგნების კითხვა ბავშვივით მიყვარს, თითქოს ხელში დროის პულტს ვიღებ და უკან ბავშვობაში ვბრუნდები. წარმოსახვისა და ცნობისმოყვარეობის თავგადასავლებში დავმოგზაურობ, სიტყვებით ვთამაშობ, იდეებს ხილივით ვკრეფ და ენას სიტყვებით ვისველებ. ამჯერად, საბავშვო წიგნების ეს "შესანიშანი 6-ეული" შემომახსენდა.
1. რევაზ ინანიშვილი — რჩეული საბავშვო მოთხრობები
სალომე სხირტლაძის ილუსტრაციებით
რევაზ ინანიშვილი ის ბიჭია, რომელიც ერთ-ერთი პირველი მწერალი იყო, ვინც ბავშვობაში ჩემს მეზობელ ბიბლიოთეკაში წავიკითხე. სიტყვის ნამდვილი მომთვინიერებელია, გრძნობების ამშლელი და ფიქრებში გადამშვები. დღემდე, რევაზ ინანიშვილი ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მწერლად რჩება. თან საბავშვო წიგნების კითხვა, მაინცდამაინც ბავშვობას არ გვთხოვს, გულწრფელობა და გამბედაობაც საკმარისია, დროის გამოჭერა და კითხვის გაბმა. იშვიათია ასე ლამაზადმოქართულე, როგორც რევაზ ინანიშვილია.
2. ზაირა არსენიშვილი — მოკლე კატოს თავგადასავალი
ზაირა არსენიშვილის ზღაპარი. საოცარი ქართველი მესიტყვის. ამბის მთხრობელი, რომელიც ყურებს დაგაცქვეტინებს, ენას გაგილამაზებს და მოკლე კატოსა და მის კიდევ უფრო პატარა მეგობრებთან ერთად თავგადასავლებში თვალისდაუხამხამებლად გამოგზაურებს, სიტყვების კორიანტელში გაგხვევს და მაინც სუფთასა და ბედნიერს დაგტოვებს.
3. თამარ გეგეშიძე — ჩუმად უნდა იჯდე
ჩემს საკითხავ წიგნებში მოვინიშნე. ჩემს შვილს ვაჩუქე, მაგრამ ცალი თვალი მეც მისი ყდისა და სათაურისკენ გამირბის, თითქოს ფიქრიც, წინასწარ წაკითხვამდეც წარმომიდგება ამბავი, ვინ აჩუმებს ბავშვს? მასწავლებელი? მშობელი? საზოგადოება? ჩემმა შვილმა, თევდორემ მასწავლა, წიგნის აღწერებს არ ვკითხულობ, რომ წინასწარ არ მივხვდე რა ხდება წიგნშიო. იქნებ, მეც ტყუილად ვწერ და წინასწარ გიანონსებთ წიგნების შინაგან სამყაროს. მაგრამ ეს ის წიგნია, რომელიც ჩემი კითხვის მოლოდინშია. მალე დავმეგობრდებით. თამარ გეგეშიძის სხვა წიგნი წაკითხული მაქვს და მის სტილისა და სიტყვების სამზარეულოს თვალგახელილიც ვენდობი. თან მასწავლებელია, მე მოსწავლებელი. კოლეგები ვართ. მასწავლებელი მწერლები ჩემთვის განსაკუთრებით პატივსაცემია, ჩვენი, ახლანდელი და წარსული დროიდან.
4. დიანა ანფიმიადი — სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები
ბევრმაგად საინტერესოა. დედა მწერალია, შვილი პატარა ილუსტრატორი. თან შვილი, რომელსაც გასაოცარი სამყარო აქვს და ამ სამყაროში შეწყვეტის საშუალება ამ პატარა წიგნით გვაქვს. დიდი წიგნები თითქოს გვაშინებენ, გვაშორებენ, ხიდს ტეხენ ჩვენს და საკითხავ სიტყვებს შორის. პატარა წიგნები კი გულში გვიკრავენ, გვეძახიან, გველაპარაკებიან, გვაჩვენებენ და საფიქრალს ძილის წინ გადაშლილი საბანივით გვიშლიან.
5. ა. ფ. სტედმენი — სკანდარი და ცალრქის ქურდი
ეს ის ფუმფულა წიგნია, რომელსაც ახლა ვკითხულობ. აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთი მოსწავლეც კითხულობს. საერთო საკითხავი აღმოგვაჩნდა. მფრინავი, ცალრქა ცხენების დოღი ახლოვდება. მალე დიდი ამბები დატრიალდება. ფურცლები ფრთებივით უნდა ავაშრიალო და წარმოსახვით ცალრქები იქნებ მეც გავაჭენო.
6. დევიდ ბედიელი — საოცნებო მშობლები
ჩემი კიდევ ერთი გახსენებული წიგნია. წიგნი, სადაც ბავშვი საკუთარ დაბადების დღეზე მთავარ საჩუქრად მშობლებს ეძებს, ახალ მშობლებს, უკეთეს მშობლებს. მშობლების შერჩევის სააგენტო სხვადასხვა კანდიდატებს სთავაზობს.
ფოტო: VELI.store
იქნებ, ამ წიგნმა დაგვაფიქროს რა უნდათ ჩვენს შვილებს? რა უნდათ ბავშვებს? იქნებ ჩვენც ვიკითხოთ საბავშვო წიგნები, რომ გავინაწილოთ ბავშვების საფიქრალი, მათი ამბები, იქნებ უკეთესი მოსმენაც ვისწავლოთ და მათ თანამოსაუბრეებადაც ვიქცეთ.
საბავშვო წიგნებს ხომ ძირითადად დიდები წერენ?! ერთ მოსწავლეს, რომელსაც წერა ყველაფერს ურჩევნია და მის ფურცელზე უფრო მეტი სიტყვა ეტევა, ვიდრე სხვა ბავშვებისა და ზრდასრულების ფურცლებზე, უცებ ვუთხარი, შეიძლება მერე მწერალიც გახდე-თქო.
შეიძლება, მაგარი იქნებაო, ღიმილით ამომძახა. ისე, რომ მისი კალმის წვერი ისევ ფურცელს ეთამაშებოდა.
მოდი ავტოგრაფი დამიწერე-თქო. კარგიო და შესაძლოა "მომავალმა მწერალმა", რომლის სიტყვებს გაწიგნების შემთხვევაში, აუცილებლად ვიყიდი, ავტოგრაფად, ხელზე ჩემი სახელი და გვარი დამაწერა.
თუკი რომელიმე წიგნმა დაგაინტერესათ და ფესტივალზე წასვლა ვერ მოახერხეთ, ასეთ შემთხვევაში, ფესტივალი თავად მოვა თქვენთან, ვინაიდან VELI.Store და წიგნების ფესტივალი დამეგობრდნენ და VELI.Store-ზე ნებისმიერი წიგნის შერჩევისა და შეძენის შემთხვევაში, კურიერი მას სამი საათში, სასურველ ადგილზე სრულიად უფასოდ მოგართმევთ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები