როგორ აღმოჩნდა Tesla დეზერტირების ბაზარში?
დღეს დილით, 10:00 საათზე დეზერტირების ბაზარში გირლანდებით მორთული Tesla გამოჩნდა. მანქანა აგროპროდუქტებითაა დატვირთული და გამვლელები ფერმერისგან კიტრს, პომიდორს, სტაფილოს, წიწაკასა თუ სხვა პროდუქტებს პირდაპირ Tesla-ს საბარგულიდან ყიდულობენ. "წარმოებულია აგროსფეროსთან ერთად" — ასეთი წარწერაა იქვე მდგარ ბანერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არასტანდარტული სანახაობის ინიციატორი აგროსფეროა, კომპანია, რომელიც ქართველ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ინოვაციური ტექნიკითა და მეურნეობისთვის საჭირო სხვა პროდუქტებით უზრუნველყოფს.
რატომ გამოჩნდა დეზერტირების ბაზარში Tesla?
იდეა კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონს ეკუთვნის. მან გადაწყვიტა, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი დეზერტირების ბაზარი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და Tesla-ს ავტომობილი ერთმანეთთან დაეკავშირებინა. გზავნილი კი ასეთია — თანამედროვე ფერმერობა დღეს ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია და სოფლის მეურნეობაში არც Tesla-ს მსგავსი ინოვაციური პროდუქტია გასაკვირი, როცა ზურგს აგროსფერო გიმაგრებს.
მართლაც, აგროსფერო უკვე 18 წელია რეგიონში პარტნიორ ფერმერებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში ეხმარება და საქართველოს განვითარებულ აგრარულ ქვეყნად ჩამოყალიბებას ემსახურება. ის ფერმერებს, მაქსიმალური შედეგის მისაღებად, არა მხოლოდ პროდუქციით უზრუნველყოფს, არამედ უწევს აგრო-კონსულტაციას, უზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას.
"სწორედ ჩვენი პარტნიორი ფერმერები ქმნიან ქვეყანაში ძირითად აგროპროდუქციას, რადგან იყენებენ მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებებს, მაღალტექნოლოგიურ მინერალურ სასუქებს, ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, სარწყავ სისტემებსა თუ დაავადებათა მონიტორინგის დანადგარებს", — ამბობს აგროსფეროს მარკეტინგის ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.
წარმოების ახალი მეთოდები ფერმერებს არა მხოლოდ შრომას უმსუბუქებს, არამედ გაცილებით დიდი რაოდენობის, ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტების წარმოების შესაძლებლობას აძლევს.
"ჩვენი მიზანია თანამედროვე ფერმერობის შესახებ უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ, გავაცნოთ ჩვენი პარტნიორი ფერმერები და მოვუყვეთ მათი წარმატებული საქმიანობის შესახებ. იგეგმება საინტერესო პროექტები, რომლებიც ძალიან მალე გახდება საზოგადოდ ცნობილი", — ამბობს აკაკი ტოროტაძე.
გამოდის, რომ Tesla-ს დეზერტირების ბაზარში გამოჩენა ხანგრძლივი კამპანიის მხოლოდ დასაწყისია და აგროსფეროსგან უფრო მეტ საინტერესო აქტივობას უნდა ველოდოთ.
მანამდე კი, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, ეწვიოთ დეზერტირების ბაზარს და აგროსფეროსთან ერთად წარმოებული პროდუქცია პირდაპირ Tesla-ს საბარგულიდან შეიძინოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები