ომბუდსმენი: ციანიდის საქმის სხდომის დახურვა საზოგადოების ნდობას ვერ აამაღლებს
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ე.წ. ციანიდის სისხლის სამართლის საქმის განხილვას და აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის სრულად დახურვა საგამოძიებო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობას ვერ აამაღლებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მაღალი პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის მქონე პირებმა ბრალდებულის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვიეს.
ომბუდსმენის განცხადებით, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოსამართლეს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ წარმოადგენდა სხდომის სრულად დახურვა უკიდურეს, თანაზომიერ და პროპორციულ საშუალებას სსსკ 182-ე მუხლით გათვალისწინებული სიკეთეების დასაცავად. შესაბამისად, არგუმენტების გარეშე დარჩა, თუ რატომ არ შეიძლება დასახელებული სიკეთის დაცვა სხდომის ნაწილობრივი დახურვით.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის საჯაროობა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა არაერთი აქტით დაცულ უფლებას, რომელიც მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს:
"სწორედ სასამართლო სხდომათა საჯარობა არის მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებისადმი საზოგადოების ნდობის მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომ, სასამართლო ყოველთვის უნდა ცდილობდეს სხდომათა საჯაროობის უპირატესი ინტერესი, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ერთ-ერთი გარანტი, მხოლოდ მეტი სიკეთის დასაცავად და პროპორციულობის ტესტის მოთხოვნათა დაცვით შეზღუდოს".
2017 წლის 5 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სხდომის სრულად დახურვის შესახებ. შედეგად, საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის, მათ შორის მხარეთა პოზიციების შესახებ. წინასასამართლო სხდომა არ ითვალისწინებს მტკიცებულებათა შინაარსობრივ გამოკვლევას. ამ ეტაპზე მხარეები მხოლოდ წარადგენენ მტკიცებულებათა სიას, რომელსაც არსებითი სხდომის ფარგლებში გამოიკვლევენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები