ირაკლი ღარიბაშვილი

6 Jun. 2022, 14:18

საქართველო ბოლო ცხრა წელია არის გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებს შორის. უფრო მეტიც, შარშან მოგეხსენებათ, რომ გავაფორმეთ ე.წ. მემორანდუმი, შეთანხმება და გამოიყო ჯგუფი ქვეყნების, ასოცირებული ტრიო საქართველო, მოლდოვა, უკრაინას სახით. ამ ასოცირებულ ტრიოს ქვეყნებს შორის საქართველო არის უპირობო ლიდერი ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით, ყველა მიღწევით. ეს არ არის გაზვიადებული შეფასება. ეს არის ჩვენი კოლეგების, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების და ძალიან ბევრი საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების და ორგანიზაციების შეფასება, რომ საქართველო ყველა პარამეტრით არის წინ ამ ქვეყნებს შორის. 

უფრო მეტსაც გეტყვით, მთელი რიგი მიმართულებით, იქნება ეს ანგარიშვალდებულება, მთავრობის ეფექტიანობა, გამჭირვალობა, რეფორმები, ანტიკორუფციული მიმართულებით ეფექტური პოლიტიკა, ბიზნესმიმართულებით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე ვართ. ბიუჯეტის გამჭირვალობის კუთხით საქართველო პირველ ადგილზე გავიდა პირველად მსოფლიოში. ეს, რა თქმა უნა, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭირვალე მთავრობა, დემოკრატიული მთავრობა, რომელიც მართლაც ხალხის დაკვეთას ასრულებს. ჩვენი ამბიციური გეგმები და ის რეფორმები, რაც დავიწყეთ 9 წლის წინ, მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში, ამას გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად მივყვებით და ვასრულებთ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…