საქართველოს ბანკის მხარდაჭერით SMEDA-სთან ერთად ექსპორტის თემაზე პანელური დისკუსია გაიმართება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 9 ივნისს, სტამბაში, ექსპორტის თემაზე, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სააგენტოსთან (SMEDA) ერთად პანელური დისკუსია გაიმართება.
შეხვედერაზე მეწარმეები გაეცნობიან მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ქვეყანაში ექსპორტთან დაკავშირებული ძირითადი აქტივობები, არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები.
პანელური დისკუსიის დროს განხილული იქნება 2021-2025 წლების სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით, SME საწარმოთა ექსპორტის ზრდის, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: "გალტ & თაგარტი"; "აწარმოე საქართველოში", სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GCCI); სოფლის განვითარების სააგენტო (RDA); ღვინის სააგენტო, ექსპორტის განვითარების სააგენტო (EDA) და USAID ის კონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.
ღონისძიების სპიკერების სია ასე გამოიყურება:
- ბაჩანა შენგელია — გალტ & თაგარტის წარმომადგენელი;
- ნიკა მამუკელაშვილი — აწარმოე საქართველო, ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- ალექსანდრე პაპიაშვილი — GCCI, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- თორნიკე კაპანაძე — RDA, პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- ირაკლი ჩოლობარგია — ღვინის სააგენტო, თავმჯდომარის მრჩეველი;
- გვანცა მელაძე — EDA (ექსპორტის განვითარების ასოციაცია), ბორდის წევრი;
- სალომე არღვლიანი — GIZ-ის წარმომადგენელი;
- ელენე ცხადაია — საქართველოს ბანკის, გლობალური საბანკო ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი;
- რატი ანჯაფარიძე — USAID — DAI (ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა)
"საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის ხერხემალია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ SME ბიზნესებს და გავაძლიეროთ ისინი საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების სწორ დროსა და ადგილზე მიწოდებით. ჩვენ ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ არასაბანკო შეთავაზებებს და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომას. ამ მიზნით შევქმენით შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა, ბიზნესკურსიც, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს უფასოდ სთავაზობს მრავალფეროვან ტრენინგებს, ცოდნასა და გამოცდილებას. რაც შეეხება პანელურ დისკუსიას, რომელიც SMEDA-სთან ერთად ექსპორტის თემაზე გაიმართება, ის დამსწრეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და არსებულ შესაძლებლობებზე. გვინდა, მხარი დავუჭიროთ SME -საწარმოებს, გაზარდონ ექსპორტი და გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას, საინტერესო პროექტების განხორციელებითა და მათთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნით", — განაცხადა ელენე ცხადაიამ, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის:
SMEDA (მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სააგენტო) წარმოადგენს საქართველოში ერთერთ წამყვან ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას მარკეტინგის, ზოგადი მენეჯმენტის, ფინანსური მენეჯმენტის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სხვადასხვა დარგში. SMEDA ფუნქციონირებს 2004 წლიდან. სააგენტოს ძირითადი საქმიანობა ითვალისწინებს დამწყები მეწარმეებისა და მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობას. უცხოური კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, SMEDA უზრუნველყოფს ფართო სპექტრის საკონსულტაციო მომსახურებას, ადგილობრივი ბაზრის შესწავლასა და ინვესტიციების დაგეგმვაში ხელშეწყობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები