პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე მწერალი დმიტრი გლუხოვსკი რუსეთში ძებნილად გამოცხადდა
ფოტო: Anna Guxens
ცნობილი რუსი მწერალი და მეტროს ტრილოგიის ავტორი დმიტრი გლუხოვსკი რუსეთში ძებნილად გამოცხადდა.
გლუხოვსკი, რომელიც პუტინის პოლიტიკას ღიად უპირისპირდებოდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი აქტიურად გმობდა თავისი ქვეყნის ქმედებებს, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში აღმოჩნდა, თუმცა, დაკონკრეტებული არაა, რა მიზეზით. მონაცემთა ბაზაში მითითებულია, რომ მწერალზე ძებნა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებით მიმდინარეობს.
ამბავს ტელეგრამის არხზე თავად მწერალიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზადაა, გაიმეოროს ის, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ამბობდა.
"ინსტაგრამის პოსტში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში მედება ბრალი", — წერს გლუხოვსკი, — "207.3-ე მუხლის მეორე ნაწილით, დამამძიმებელი გარემოებაა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დადანაშაულება უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებაში. მე მზად ვარ, გავიმეორო ყველაფერი, რაც წინათ ვთქვი: 'შეაჩერეთ ომი. აღიარეთ, რომ ეს ომი მთელი ერის წინააღმდეგაა მიმართული და შეწყვიტეთ ის'".
დმიტრი გლუხოვსკი ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში აქტიურად მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას ომის შეწყვეტისა და უკრაინიდან საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გამოყვანისკენ. მოგვიანებით, იგი ათობით რუსულენოვან მწერალს შეურთდა და რუსულად მოსაუბრე ადამიანებს მოუწოდა, ომის შესახებ სიმართლე ეთქვათ და სწორი ინფორმაცია გაევრცელებინათ.
გლუხოვსკის მსოფლიოში ყველაზე მეტად მეტროს ტრილოგიით იცნობენ, რომელიც 37 ენაზე ითარგმნა, მათ შორის, ქართულად. წიგნების მიხედვით შექმნილია პოპულარული ვიდეოთამაშიც.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები