ექსკლუზიური ელექტრომობილები ავტო გალერის შოურუმში
ფოტო: თეგეტა
მსოფლიო ავტოინდუსტრიისთვის 2021 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა ელექტრომობილების გაყიდვებში, 98%-იანი წლიური ზრდით. მსოფლიო ტრენდს არც საქართველო ჩამორჩება და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე მოთხოვნა აქაც საკმაოდ დიდია.
გაზრდილ მოთხოვნაზე მეტყველებს თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის — ავტო გალერის შოურუმში გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა.
ფოტო: თეგეტა
ალბათ, ქუჩაში უკვე შეგიმჩნევიათ პატარა, მოსახერხებელი და გამორჩეული ელექტრო Citroen Ami, რომელიც სწორედ ავტო გალერიმ ჩამოიყვანა კომპანია "ქარისთვის". პირველ ტრანშს კიდევ 24 ახალი ელექტრომობილი დაემატა, აგვისტოს ბოლომდე კი ავტოპარკი 70 ერთეულამდე შეივსება.
ფოტო: თეგეტა
ავტო გალერი სიტროენის გარდა ექსკლუზიურად სხვა გიგანტ ბრენდებთანაც თანამშრომლობს. სანდოობასთან და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვასთან ერთად, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხია. ავტო გალერი ელექტრომობილების იმპორტით მსოფლიო გამოწვევებს პასუხობს.
გიორგი კობახიძე, ავტო გალერის დირექტორი: "სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ და ჩვენი მომხმარებლებისთვის ეკომეგობრულ და ეკოლოგიურ მოდელებს შოურუმში ყოველკვირეულად ვაახლებთ. ვცდილობთ, ვუპასუხოთ მსოფლიო გამოწვევას და ავტო გალერის გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად საქართველოში ექსკლუზიური ელექტრომობილები ჩამოგვყავს. თანამედროვე ტრანსპორტით მომხმარებელს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში ვეხმარებით, რასაც ყოველდღიური საცობები, საპარკინგე ადგილების სიმწირე, გაზრდილი საწვავისა თუ ცხოვრების ხარჯები, ავტომობილის სისტემატური ტექნიკური მომსახურება უქმნის".
ავტო გალერის შოურუმში ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი Polestar 2, Volkswagen -ID 4 და 7-ადგილიანი Volkswagen ID 6. გარდა ამ ელექტრომობილებისა, მომხმარებელს თავად შეუძლია შეარჩიოს სასურველი ეკომეგობრული ავტომობილი, რომლის ჩამოყვანასაც კომპანია უზრუნველყოფს.
ფოტო: თეგეტა
შოურუმში წარმოდგენილი ექსკლუზიური მოდელი, Volkswagen ID 6, საუკეთესო, ჯანსაღი და მოსახერხებელი გამოსავალია დიდი ოჯახისთვის მოკლე და გრძელ მარშრუტებზე გადასაადგილებლად.
Volkswagen ID4 ავტო გალერის გაყიდვების ლიდერია. მისი ეკონომიურობა მომხმარებელს უყურადღებოდ არ დარჩენია. ამ გამორჩეული დიზაინის მქონე ელექტრომობილით, თბილისიდან მცხეთაში ჩასვლასა და ჩამოსვლას მხოლოდ 3 ლარის ელექტროენერგიის მოხმარებით შეძლებთ.
სპორტული მოდელი Polestar 2 უფრო მეტად სისწრაფის მოყვარულებისთვისაა შექმნილი. მას აჩქარება 4.6 წამში შეუძლია, ხოლო ერთი დამუხტვით 450 კილომეტრს გადის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავტო გალერის შოურუმში ავტომობილის შეძენისას, მომხმარებელი 2-წლიანი გარანტიითაც სარგებლობს.
ნაკლები გამონაბოლქვი ჰაერში, ნაკლები ხარჯი საწვავზე, ნაკლები დროის ხარჯვა რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებაზე - ამ უპირატესობების გარდა, ელექტრომობილები ნაკლებად ხმაურიანია და უფრო კომფორტული დაძვრისა და აქსელერაციის საშუალებას იძლევა.
ავტო გალერი (Auto Gallery) თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილები. 2020 წლიდან ავტო გალერი NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები