თიბისის მხარდაჭერით, დაცულ ტერიტორიაზე პირველი ეკოტურისტული პროექტი — კასს ლენდი გაიხსნა
ფოტო: თიბისი
წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე თიბისის მხარდაჭერით პირველი ეკოტურისტული პროექტი — კასს ლენდი გაიხსნა.
კასს ლენდი ებრაული კომპანია კასს ჯგუფის პროექტია, რომელიც საერთაშორისო კერძო ინვესტიციით დაცულ ტერიტორიაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. კასს ლენდის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, აწარმოე საქართველოს პროექტის ფარგლებში, 10 მილიონი ლარია.
პროექტის სავიზიტო ბარათი წალკის კანიონის თავზე, 240 მეტრის სიმაღლეზე გადებული 240 მეტრი სიგრძის მინის "ბრილიანტის ხიდია", რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ტერიტორიაზე განლაგებულია კოტეჯები, ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი, ჩანჩქერამდე მისასვლელი 1800 მეტრიანი გზა, საკემპინგე სივრცე და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. ასევე, მშენებლობის პროცესშია პრემიუმ კლასის სასტუმრო.
"წალკის კანიონის გრანდიოზული პროექტი მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცითა და განსხვავებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, რომელსაც ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართული ტურიზმის ბრილიანტი. 240 მეტრიანი შუშის ხიდი, ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ამ უნიკალური ნაგებობის გინესის რეკორდების წიგნში შეტანის მიზნით", — განაცხადა ეკატერინე თორდიამ, კასს გრუპ ჰოლდინგის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა.
"საქართველოში, ტურიზმის აქტიურ აღდგენასთან ერთად, ახალი ტურისტული მიმართულებები ჩნდება და ქვეყანა სრულიად განსხვავებულ პოტენციალს ითვისებს. მოხარულები ვართ, რომ ტურისტულ რუკაზე, თიბისის მხარდაჭერით, გაჩნდა ადგილი, სადაც უნიკალური ბუნება და თანამედროვე ინფრასტრუქტურა იდელაურად ერთიანდება და სრულიად განსხვავებული სამოგზაურო გამოცდილება იქმნება. მსგავსი ტიპის მსხვილი პროექტები საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას, ასევე ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესსა და ნდობას ზრდის", — ამბობს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
"თიბისისთვის რეგიონული განვითარება და ადგილობრივების დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, აღნიშნული მიმართულებით თიბისის მიმდინარე პორტფელი 373 მლნ ლარის დაფინანსებას შეადგენს. ბაზრის 45%-იანი წილით, ტურიზმის სექტორის დაფინანსების მიმართულებით, ლიდერები ვართ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 44 სასტუმრო გაიხსნა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფოს აქტიური თანამშრომლობა. კასს ლენდი სწორედ თიბისისა და აწარმოე საქართველოს წარმატებული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, თიბისის მიერ ჯამურად გაცემული დაფინანსება 2 მილიარდ ლარს შეადგენს და 4600 კომპანიას აერთიანებს", — დაამატა მან.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები