თიბისიმ ქალთა გაძლიერების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ფოტო: თიბისი
თიბისიმ გაეროს, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ზრუნვის ეკონომიკის მშენებლობისა და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის საქართველოში დანერგვას ემსახურებოდა.
კონფერენცია გაეროს ორი სააგენტოს — გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაზე გამართული მსჯელობა ისეთ საკითხებს შეეხო, როგორებიცაა სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსება, თანამშრომლების უფლებების და კეთილდღეობის დაცვა მათთვის მშობლის შვებულების ღირსეული პირობების შექმნით, გენდერული როლების ზეგავლენა საოჯახო საქმიანობასა და კარიერულ გზაზე, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.
ზრუნვის პოლიტიკისა და ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკის განხოციელებაში კერძო სექტორი განსაკუთრებულ როლს ასრულებს. სექტორში არსებული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოწვევების შესახებ თიბისის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო მასურაშვილმა ისაუბრა. მან თიბისის მიერ მხარდაჭერილი და დანერგილი პროექტებიც აღნიშნა, რომლებიც ქალთა გაძლიერებას ემსახურება. ასევე, აუდიტორიას გააცნო თიბისი, როგორც კომპანია, რომელმაც მმართველ საბჭოსა და ლიდერულ პოზიციებზე ქალების 45.5%-იანი წარმომადგენლობით, 2021 წლის FTSE 250 რეიტინგში საბანკო სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ნინო მასურაშვილმა თიბისის ღირებულებები და შიდა პოლიტიკა განმარტა, რომელიც თანამშრომლების მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებას და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას გულისხმობს.
"ჩვენთვის კონფერენციაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან თანამშრომლებისთვის ღირსეული, თანასწორი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნაზე მუდმივად ვზრუნავთ. ვინაიდან თიბისიში დასაქმებული თანამშრომლების 71% ქალია, ნებისმიერი პოლიტიკისა და მიდგომის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია ქალებზე ზრუნვა და სამუშაო გარემოში და მის გარეთ მათი საჭიროებებისა და ვალდებულებების გათვალისწინება. თიბისიში ოჯახზე მორგებული პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქალებისა და კაცების თანასწორი კარიერული განვითარებისა და მათი შრომითი პოტენციალის რეალიზების მხარდაჭერა. თიბისიში ქალები სულ უფრო მეტად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე, ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი. ასეთებია რისკების მართვა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT)", — განმარტავს ნინო მასურაშვილი.
"ამ მიმართულებებში ქალების ჩართულობის გასაზრდელად თიბისი ახორციელებს როგორც შიდა, ისე არაერთ გარე ინიციატივას. ასეთებია ჩვენი IT აკადემია, გრეის ჰოპერის დაჯილდოება, პროგრამა "500 ქალი ტექნოლოგიებში" და სხვა. გარდა ამისა, თიბისიში თანამშრომლები სარგებლობენ მშობლის ანაზღაურებადი შვებულებით მათი სრული ანაზღაურების განაკვეთის საფუძველზე 183 ან 200 დღის განმავლობაში. ჩვენთან თანამშრომლებს მშობლის შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც შვილად აყვანის, ასევე სუროგაციის დროსაც. დამატებით, ჩვენ გვაქვს მრავალშვილიანი და ახალდაქორწინებული თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერის და სპეციალური საშეღავათო პროგრამები", — დაამატა მან.
თიბისი აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების, დასაქმებისა და სხვადასხვა უნარების გამომუშავების ხელშემწყობ პროექტებში. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ქალთა როლის ზრდა, გაძლიერება და გენდერული თანასწორობის პროაქტიული და თანმიმდევრული ინტეგრაცია საქმიანობის ყველა ასპექტში, იქნება ეს ორგანიზაციის შიგნით, ბაზარზე თუ ზოგადად საზოგადოებაში.
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები