საქართველოში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა — რა ვიცით
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილის ვირუსი საქართველოშიც დაფიქსირდა. სავარაუდოდ, ეს ის შემთხვევაა, რომელსაც უწყება აქამდე იკვლევდა.
დეტალები: NCDC-ის ცნობით, პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა, შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაეწერა.
- მათივე თქმით, პაციენტს აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია.
- "მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა".
რატომ არის მნიშვნელოვანი: მაისის დასაწყისში ევროპაში მაიმუნის ყვავილის დაფიქსირების და შემთხვევათა ზრდის ფონზე გაჩნდა კითხვა, ვდგავართ თუ არა მომავალი პანდემიის საფრთხის წინაშე. მკვლევართა ნაწილი პანდემიას სრულად ვერ გამორიცხავს, თუმცა ისინი არ მიიჩნევენ, რომ ეს მოსალოდნელი სცენარია.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 14 ივნისის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის 1 800-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.
- WHO შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ მაიმუნის ყვავილის შემთხვევები და კლასტერები ანგარიშგებულია, როგორც ენდემურ, ისე არაენდემურ ქვეყნებში, გლობალურ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკი საშუალოა.
რა არის მაიმუნის ყვავილი: მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უმეტესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან.
- აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) განმარტებით, მაიმუნის ყვავილის "ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძირითადად ჰაერწვეოვანი გზით ხდება. რესპირატორული წვეთები, როგორც წესი, რამდენიმე ფუტზე მეტს ვერ გადაადგილდება, ამიტომ ინფიცირებისთვის პირისპირ, ხანგრძლივი კონტაქტია საჭირო".
რა სიმპტომები ახასიათებს: ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მაიმუნის ყვავილის პირველი სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა.
- NCDC-ის განმარტებით, დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილით დაინფიცირების მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით.
- 5 დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე, უპირატესად კიდურებზე. დამახასიათებელია გამონაყარი ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე.
არსებობს თუ არა ვაქცინა: ანტივირუსული წამალი tecovirimat (Tpoxx) ნებადართულია ევროპაში, მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ.
- გარდა ამისა, არსებობს ვაქცინა Jynneos (იგივე Imvanex და Imvamune), რომელიც დაშვებულია აშშ-სა და ევროპაში, მაიმუნის ყვავილისა და ყვავილის პრევენციისთვის, 18 წლის ზემოთ ადამიანებისთვის.
- არსებული ინფორმაციით, მათ ვისაც ბავშვობაში ყვავილის აცრა გაკეთებული გვაქვს, მაიმუნის ყვავილის ვირუსის წინააღმდეგ გარკვეული იმუნიტეტი უნდა გვქონდეს.
არქივიდან: მაიმუნის ყვავილი პირველად ადამიანს დაუდასტურდა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მეცნიერებს ამ პერიოდის მანძილზე შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ ვირუსის ბუნება.
- NCDC-ის ინფორმაციით, გამოვლენილია მაიმუნის ყვავილის ორი შტამი: დასავლეთ აფრიკული შტამი, რომელიც ასოცირებულია მსუბუქ კლინიკურ მიმდინარეობასთან და ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებშია;
- კონგოს აუზის (ცენტრალური აფრიკა) შტამი, რომელსაც ახასიათებს ადამიანიდან-ადამიანზე გადაცემის მაღალი უნარი, ავადობის გაზრდილი მაჩვენებელი და ლეტალობის მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებში.
- მაიმუნის ყვავილის ლეტალობის საშუალო მაჩვენებელი 3-6%-ია.
გაიგე მეტი:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები