რომელმა ქვეყანამ რა პირობები მიიღო რეკომენდაციასთან ერთად ან მის გარეშე
ფოტო: Reuters
ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველომ კი რეკომენდაციის მისაღებად პირობები მიიღო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნები არიან. მათი გზა ევროპულ ინსტიტუტებამდე 2016 წლიდან ერთად მოდის.
- თუმცა როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად "ოცნების" მტკიცებისა, რომ საქართველო ამ სამ ქვეყანაში მოწინავეა, პარტნიორი ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე უფრო წინ არიან.
რა ითქვა უკრაინაზე: რეკომენდაცია უკრაინამ მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს.
- კომისიის ხედვით, უკრაინამ მათი მისწრაფება, რომ გაჰყვეს ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს, ნათლად წარმოაჩინა.
- უკრაინას ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, ასევე მათმა საარჩევნო სისტემამ დაამტკიცა, რომ სამართლიანი და თავისუფალია.
- ლაიენმა დადებით კონტექსტში ახსენა, ასევე, ომამდე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.
- ამასთან, ევროკომისიის დასკვნით, უკრაინას ბევრი რჩება გასაკეთებელი კანონის უზენაესობის, დეოლიგარქიზაქციის, ანტიკორუფციული მუშაობის განხრით.
რა ითქვა მოლდოვაზე: უკრაინის მსგავსად, მოლდოვაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად რეკომენდაცია გაიცა იმ პირობით, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს.
- ლაიენის თქმით, მოლდოვამ უახლოეს წარსულში გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები რეფორმების მიმართულებით.
- ევროკომისიის დასკვნით, მოლდოვას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, მაგალითად საჯარო ადმინისტრირების სფეროში.
- თუმცა მათივე თქმით, თუ ქვეყნის ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან, მოლდოვას აქვს პერსპექტივა, რომ შეასრულოს მოთხოვნები.
რა ითქვა საქართველოზე: საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, თუმცა ვერ მიიღო რეკომენდაცია, თუმცა მანამდე უნდა შეფასდეს, რამდენად აკმაყოფილებს მთელ რიგ პირობებს.
- ლაიენის განმარტებით, საქართველო პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, შეიმუშავოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ.
- მისივე თქმით, საქართველოზეა დამოკიდებული — გადადგას აუცილებელი ნაბიჯები წინსვლისთვის, გაერთიანდეს პოლიტიკური მხარე.
- სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა საქართველოს ყოვლისმომცველი პრიორიტეტები დაუსახელა. ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.
- ევროკომისია აცხადებს, რომ ყველაფერი საქართველოს ხელშია.
რას პასუხობენ ქართულ ოცნებაში: ირაკლი კობახიძეს ესმის, რომ მაღალი ალბათობით, საბჭოს გადაწყვეტილება კომისიის დასკვნასთან იქნება თანხვედრაში, ანუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
- მიუხედავად ბოლოდროინდელი პოლიტიკური კრიზისისა, კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ყველა გაზომვადი პარამეტრით საქართველო ასოცირებული ტრიოს ორივე ქვეყანას წინ უსწრებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები