ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია — შშმ პირების მიმართვა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ღია საზოგადოების ფონდის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათი სიმშვიდის ერთადერთი გარანტია ევროპული ღირებულებები და სივრცეა, სადაც ადამიანებს პატივს სცემენ, არიან რეალიზებული და აღიარებული. მათ პასუხისმგებელ პირებს მოუწოდეს, გააკეთონ ყველაფერი სიტუაციის გამოსასწორებლად.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის, საქართველო ერთადერთია, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსზე ევროკომისიისგან რეკომენდაცია ვერ მიიღო.
- კომისიამ ქვეყნისთვის მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რომელიც კანდიდატობის მიღებამდე უნდა შესრულდეს.
- არსებობს მოლოდინი, რომ 24 ივნისს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ევროკომისიის რეკომენდაცია აისახება.
რა თქვეს პრესკონფერენციაზე: იმედი გამოთქვეს, რომ ევროპის კარი არ დაიკეტება დიდი ხნით და განმარტეს, რომ ეს იქნება კატასტროფა შშმ პირებისთვის.
- "ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. [...] ახლა, როგორც ჩანს, დაჩქარება კი არა, შეიძლება, უფრო დავშორდეთ ჩვენ ამ პერსპექტივას, რაც ძალიან შემაშფოთებელია ჩვენი თემისთვის, იმიტომ, რომ აღმოვჩნდებით ისევ ქველმოქმედების და დახმარების იმედად".
- "მივმართავ ყველას, ვისაც შეუძლია, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგათ. ოღონდ ერთი ნაბიჯი არავითარ შემთხვევაში უკან აღარ დაგვრჩა, არცერთი მილიმეტრი უკან დასახევი აღარ გვაქვს. ყველა ნაბიჯი, რომელიც უკან შეიძლებოდა გადადგმულიყო, გადადგმულია".
რას მოგვიწოდებს ევროკომისია: დასკვნაში წერია, რომ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების ჭარბი გავლენების აღმოფხვრით საქართველომ "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულება უნდა აიღოს.
- მათივე განცხადებით, აუცილებელია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის.
- ევროკომისია მოითხოვს, გაძლიერდეს გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ;
- შეფასებაში განხილულია, რომ 2021 წლის ივლისის მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოში LGBTQ+ თემის დასაცავად მეტი უნდა გაკეთდეს;
გარდა ამისა, ევროკომისია ამბობს, რომ საჭიროა ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და შესრულდეს შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამდგომლობით შედგა.
- ასევე, მიიღონ გადაწყვეტილება, რათა სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
- ახალი სახალხო დამცველის წარდგენისას უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს, ხოლო პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
- კომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლომდე დააკვირდება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები