დისნეის ანიმაცია ჰერკულესის მიხედვით ფილმს გაი რიჩი გადაიღებს
ფოტო: BUENA VISTA PICTURES/EVERETT; JESSE GRANT/GETTY
ალადინის ფილმის გადაღების შემდეგ რეჟისორმა გაი რიჩიმ დისნეის კიდევ ერთ ანიმაციაზე შეაჩერა არჩევანი — ამჯერად ჰერკულესის ფილმს ვიხილავთ. 1997 წელს გამოსული ანიმაცია დისნეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია.
ჰერკულესის ახალ ფილმზე Avengers: Endgame-ის შექმნაში ჩართული კომპანია AGBO იმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია, ვიხილავთ თუ არა თავდაპირველი ისტორიისგან განსხვავებულ დეტალებს ახალ ფილმში. არც ის ვიცით, მოვისმენთ თუ არა ჩვენს საყვარელ სიმღერებს.
"აშკარაა, რომ ხალხი მიჯაჭვულია თავდაპირველ სიმღერებზე, ეს მათი დნმ-ის ნაწილია, ამიტომ არ გვინდოდა, რომ თავდაპირველი დეტალები რადიკალურად შეგვეცვალა", — განაცხადა გაი რიჩიმ 2018 წელს ალადინის ფილმის შესახებ.
სიუჟეტსა და სიმღერებზე არანაკლებ მაყურებელს კიდევ ერთი რამ აინტერესებს: ვინ შეასრულებს ჰერკულესისა და მეგის როლს?
ფოტო: Disney
დისნეიმ 2020 წელს დაადასტურა, მულანის, ურჩხული და მზეთუნახავისა თუ ალადინის შემდეგ თავისი კიდევ ერთი საკულტო ანიმაციის — ჰერკულესის მიხედვით ფილმს გადაიღებს.
ჰერკულესი 1997 წელს გამოსული მუსიკალური ანიმაციაა, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მოტივებზე ღვთაებრივი გმირის — ჰერკულესის შესახებ მოგვითხრობს. ანიმაციის ძირითადი სიუჟეტური ხაზი სწორედ ამ გმირის ირგვლივ ვითარდება, რომელიც დედამიწაზე ადამიანებთან ერთად ცხოვრობს და მრავალი საშიში დაბრკოლების გადალახვა მოუწევს, რათა დაამტკიცოს, რომ ოლიმპოს მთაზე ღმერთებთან ერთად ცხოვრების ღირსია.
ამ ანიმაციის რეჟისორები რონ კლემენტსი და ჯონ მასკერი არიან, რომელთაც ემოციური სიუჟეტითა და შთამბეჭდავი ვიზუალით შეძლეს მილიონობით მაყურებლის გული მოეგოთ: $85-მილიონიანი ბიუჯეტით კინოგაქირავებაში ჰერკულესის შემოსავლებმა $252 მილიონი შეადგინა.
რაც შეეხება გაი რიჩს, მას ალადინთან ერთად სხვა რამდენიმე წარმატებული პროექტის რეჟისორიცაა, რომელთა შორისაცაა შერლოკ ჰოლმსის ფილმები და ჯენტლმენები (The Gentlemen).
ასევე იხილეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები