Bassiani

20 Jun. 2022, 15:27

საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, პოლიტიკური ნების, შრომისა და ქმედებების საშუალებით დაუბრუნდეს არჩეულ გზას და ამისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის აქტიურობა, პასუხისმგებლობის აღება, ორგანიზება და შედეგის მიღწევამდე მუდმივი პროტესტი და მოძრაობაა საჭირო, რადგან ამ პერსპექტივის დაკარგვით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, ღირსეული ცხოვრებისა და შრომის პირობები, მწვანე და უსაფრთხო გარემო, თავისუფალი შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და განვითარების საშუალება.

გაუცხოებული და რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი ქვეყანა კულტურული და პოლიტიკური იზოლაციისთვის არის განწირული, სადაც ყველა იდეა და მიზანი ეფემერულია, ხოლო ყოფა, განვითარების ნაცვლად, არსებობისთვის ბრძოლად იქცევა, მოძრაობა ჩერდება და სიცარიელე რჩება. ამიტომ, ყოველგვარი წინაპირობებისა და დათქმების გარეშე, პოლიტიკური, იდეოლოგიური და სოციალური კუთვნილების მიუხედავად უნდა შევძლოთ პირადი ინტერესების ნაცვლად საერთო საზოგადოებრივი ინტერესითა და მიზნით მოქმედება.

20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ თანასწორობაზე, თავისუფლებასა და სოლიდარობაზე, ღია კულტურასა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს იდეა, რომლისთვისაც ათწლეულების განმავლობაში ვიბრძოდით. მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით, გამხნევებით, ერთიანობითა და უპირობო სოლიდარობით შევძლებთ ერთმანეთის მომავლის გადარჩენას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…