Pussy Riot-ის წევრის თქმით, საქართველოში არ შემოუშვეს
ფოტო: olga borisova / Twitter / Instagram
ფემინისტი და ანტიპუტინისტი აქტივისტების რუსული პანკ ბენდის — Pussy Riot-ის ერთ-ერთი წევრის, ოლგა ბორისოვას განცხადებით, ის საქართველოში არ შემოუშვეს.
ოლგამ ტვიტერის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ის ჯგუფის მუსიკალური ტურნედან საქართველოში ბრუნდებოდა (ის უკვე გარკვეული პერიოდია საქართველოში ცხოვრობს), მაგრამ აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.
"საქართველოში არ შემომიშვეს. მიზეზის ახსნის გარეშე. თბილისის გარდა სხვა სახლი არ მაქვს, ჩემი პარტნიორი იქ ცხოვრობს და ბინაც იქ მაქვს ნაქირავები. უკვე საქართველოდან სტამბოლში გამომაბრუნეს და იქიდან ამსტერდამში მიწევს დაბრუნება", — წერს ის.
Pussy Riot 2011 წელს მოსკოვში დაფუძნდა და მხოლოდ ქალებისგან შემდგარი ჯგუფი წლების განმავლობაში სხვადასხვა პერფორმანსით აპროტესტებდა რუსეთში ავტორიტარიზმს და ადამიანების უფლებების შელახვას, მათ შორის ქალებისა და ქვიარ ადამიანების მიმართ უთანასწორო მოპყრობას, რის გამოც ეს ბენდი ხშირად იდევნებოდა, მათ წევრებს კი აპატიმრებენ. ამის გამო ჯგუფის წევრების უმეტესობა ამჟამად რუსეთიდან გაქცეულია და სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ როგორც თავიანთი საპროტესტო შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებას, ისე — გადარჩენას.
მაგალითად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბენდის ერთ-ერთ წევრს, მარია ალიოხინას ანტისაომარი მოწოდებების გამო რუსეთში შინაპატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა ის ქვეყნიდან კურიერის ფორმაში გამოწყობილი გაიქცა: კურიერის ჩანთა მოირგო, სახლიდან გამოვიდა და ერთკვირიანი მგზავრობის შემდეგ ის ჯერ ბელორუსში, შემდეგ კი ლიეტუვაში გადავიდა.
საქართველოში ოლგა ბორისოვასთვის შემოსვლის აკრძალვის მიზეზების გასარკვევად On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა: უწყებაში გვითხრეს, რომ დეტალებს არკვევენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ აქტივისტებს, პოლიტიკოსებს ან ჟურნალისტებს არ უშვებენ.
"იმედი მაქვს, ჩემს საყვარელ თბილისში დავბრუნდები და ჩემს შეყვარებულს და ქოთნებში გამხმარ ყვავილებს ჩავეხუტები", — წერს ოლგა ტვიტერზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები