მორიგი ტრაგედია ტყიბულში: საქნახშირი ბრალდებებს ისევ უარყოფს
ფოტო: Achi Gegenava
თითქმის 12 საათი გაგრძელდა, ოთხი მეშახტის ძებნის რთული სამაშველო ოპერაცია ქალაქ ტყიბულში. ისინი გუშინ, მინდელის სახელობის შახტაში 350 მეტრი სიმაღლიდან გადაცვივდნენ. ტრაგედია, რომელსაც საქნახშირმა და სახელმწიფომ ისევ "უბედური შემთხვევა“ უწოდეს, 9 მაისს, 17 საათსა და 30 წუთზე მოხდა.
საშახტო აწევის ოთხი ზეინკალი: გიზო კუბლაშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე და ალეკო ჭელიშვილი სატვირთო ლიფტზე, რომლითაც ნახშირს იღებენ, გეგმიურ სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. მათ ბაგირის შეცვლის მიზნით, ამწევი დანადგარი დროებით ექსპლუატაციიდან გამოიყვანეს.
საბოლოოდ სწორედ ამწევმა დანადგარმა მოუსწრაფა ოთხივე ზეინკალს სიცოცხლე. რემონტის დროს ის საფიქსაციო საყრდენიდან ასხლტა, შახტაში გადავარდა და მეშახტეებიც თან ჩაიყოლა. შემთხვევას სასწაულად გადაურჩა კიდევ სამი ზეინკალი, რომლებიც რემონტში ასევე იყვნენ ჩართულნი.
მაშველებმა ცხედრებს მხოლოდ 10 მაისს მიაგნეს და დილის 8 საათსა და 30 წუთზე, 400 მეტრის სიღრმიდან ამოასვენეს.
ეს არის იმ დოქტრინის ბრალი, რომელსაც ამდენი წელია თავს გვახვევენ, რომ თუ, შრომის უსაფრთოხების ნორმებს კომპანია დაიცავს, ამით ბიზნესს მეტი ზარალი მიადგება.
მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა უკვე განაცხადა, რომ სარემონტო სამუშაოების მომზადების პროცესში, შრომის დაცვის ნორმების დარღვევა იკვეთება. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება საქნახშირის მენეჯმენტი. პროფკავშირების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე ამბობს:
"ეს არის იმ დოქტრინის ბრალი, რომელსაც ამდენი წელია თავს გვახვევენ, რომ თუ, შრომის უსაფრთხოების ნორმებს კომპანია დაიცავს, ამით ბიზნესს მეტი ზარალი მიადგება.
ჩვენ, საზოგადოებამ თავად უნდა განვსაზღვროთ ვისი პასუხისმგებლობაა ეს ტრაგედია. თუ ქვეყანაში გვაქვს კანონები და ამ კანონს კომპანიები არ იცავენ, მაშინ ეს ცალსახად კომპანიების ბრალია. და, თუ არ გვაქვს კანონები, მაშინ არის მთავრობის ბრალი."
ტყიბულში ოთხი მეშახტის ტრაგიკულ სიკვდილს უმწვავესად გამოეხმაურა სახალხო დამცველი:
"ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას".
დღეისათვის, შრომის ინსპექციას საწარმოში შესვლა და იქ არსებული ვითარების შესწავლა, მხოლოდ კერძო დამსაქმებლის ნებართვის შემთხვევაში შეუძლია. პლუს, ბიზნესი ვალდებული საერთოდ არ არის, შეასრულოს შრომის ინსპექციის მიერ მისთვის მიცემული რეკომენდაცია.
ასეთი დაუსრულებელი მექანიზმი, რომელიც ბუნებრივია, რომ ვერ იცავს მშრომელთა უფლებებს, 2013 და 2015 წლებში, მთავრობასა და პარლამენტზე კერძო დამსაქმებელთა ლობისტების ტოტალური ზეწოლის შედეგად შეიქმნა.
დღემდე, ინვესტორები და დამსაქმებლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რომ შრომის ინსპექციას საწარმოების გეგმიური შემოწმებისა და დაჯარიმების უფლება მიეცეს, მათ შორის არის კომპანია საქნახშირიც, რომლის შახტებმა, 2009-2017 წლებში, 24 მეშახტის სიცოცხლე შეიწირა, 19 კი დასახიჩრდა.
იურისტი დავით კლდიაშვილი ამბობს, რომ ტყიბულის ბოლო ტრაგედიაზე საქმე სისხლის სამართლის 140-ე მუხლით აღიძრა, რაც "შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევით სიცოცხლის მოსპობას" გულისხმობს.
140-ე მუხლით, ბოლო 2 წლის მანძილზე, საქართველოში პატიმრობა მხოლოდ 4 ადამიანს მიესაჯა, ეს მაშინ როცა 2015-16 წლებში, სამუშაო ადგილზე 100 ადამიანი დაიღუპა, 168 კი დასახიჩრდა.
დავით კლდიაშვილის თქმით, სს კოდექსში კიდევ არის მუხლი, რომელიც შრომის უსაფრთხოების დამრღვევის წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუმცა ეს მუხლი საერთოდ არ მუშაობს.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რაღაც უნივერსალური მონსტრის შექმნაზე, რომელიც ყველაფერს შეამოწმებს და ყველა მშრომელის უფლებას დაიცავს, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. ეს არათუ არ გააუმჯობესებს დასაქმებულის უფლებებს, სამუშაო ადგილები აღარ იქნება, რომ ეს უფლებები გვქონდეს. ეს ერთი მხარე.
მეორე, ყურადღების მიღმა გვრჩება უკვე არსებული რეგულაცია. სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლიც ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობას, თუ გამოიკვეთა, რომ მან არ დაიცვა შრომითი უსაფრთხოება და ამან დასაქმებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვის ნიშანი, ბოლო წლებში მომხდარი, ასეულობით ტრაგიკული შემთხვევა, იყო თუ არა შრომითი უსაფრთხოების პირობის დაუცველობით გამოწვეული და თუ იყო, მაშინ რატომ არ მიეცა დამნაშავე პასუხისგებაში?".
მეშახტეთა ქალაქ ტყიბულში ქვანახშირს მე-19 საუკუნიდან მოიპოვებენ. სამთო საქმის ბუმი აქ საბჭოთა პერიოდზე მოდის, როცა მოსახლეობამ 22 ათასს გადააჭარბა, ნახშირის მოპოვება კი წელიწადში 3 მილიონ ტონაზე ავიდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტყიბული საერთოდ გაჩერდა. 2006 წელს, ზუსტად მაშინ, როცა საქართველოში შრომის ინსპექცია გაუქმდა, ქვანახშირის მოპოვების ლიცენზია ძმები გელა და დავით ბეჟუაშვილების „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ (GIG) შემავალმა "საქნახშირმა მიიღო. გელა ბეჟუაშვილს მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ტყიბულში დღეს მხოლოდ 9500 ადამიანი ცხოვრობს და აქედან, დაახლოებით 1500 ადამიანი „საქნახშირია“ დასაქმებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვა სამუშაო ადგილების არარსებობის პირობებში, ქალაქში მუშახელის საბაზრო ფასს ერთადერთი დამსაქმებელი განსაზღვრავს.
„საქნახშირს" დღეს ერთი ტონა ნახშირის მოპოვება, დაახლოებით, 80-83 ლარამდე უჯდება, ექსპორტზე კი 75-90 აშშ დოლარის ფარგლებში გააქვს. იმ ფონზე, როცა კომპანიას ტყიბულში კონკურენტი საერთოდ არ ჰყავს, ბუნებრივია არც აქვს ინტერესი, რომ შრომის უსაფრთხოებაზე ან საწარმოო გადაიარაღებაზე იმაზე მეტი დახარჯოს, ვიდრე აქამდე ხარჯავდა.
ექსპერტთა აზრით, ტყიბულში, სადაც დაახლოებით, 330 მილიონი ტონა ნახშირის დეპოზიტია, პრობლემათა ეს დიდი ჯაჭვი ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მხოლოდ შრომის ინსპექციის გაძლიერება, მას ვერ უშველის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები