ნიკოლ კიდმანის 15 საუკეთესო როლი
ფოტო: Warner Sogefilms / Warner Bros. / HBO
ალბათ, ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი კინომოყვარულის პოვნა, ვისაც ნიკოლ კიდმანის შესახებ არ სმენია და მათ შორის კიდევ ისეთის, ვინც მასზე აუგს იტყვის: შეიძლება, შენი საყვარელი მსახიობი არ იყოს, მაგრამ უდავოა, რომ ნიკოლ კიდმანი თანამედროვე კინოსამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია.
ხშირად მსახიობები თავიანთი პიროვნული თვისებების გამო უფრო უყვართ, ვიდრე სამსახიობო შესრულების დამსახურებებისთვის — ისინი იუმორით, მოდით, აქტივიზმით ახერხებენ გულშემატკივრების შემოკრებას. ნიკოლ კიდმანის შემთხვევაში არც უმაგისობაა, მაგრამ პირველ რიგში, ის დაფასებულია, როგორც მსახიობი, რომელიც თითქმის ყველა როლში პერსონაჟის შესაფერის გარდასახვას გვთავაზობს, მის ტყავში ძვრება და ლამის იდეალურად განსხეულდება კიდეც, რაც, სამწუხაროდ, ბევრ ძალიან ცნობილ მსახიობს არ გამოსდის: ისინი ხშირად როლში ისეთივეები არიან, როგორიც რეალურ ცხოვრებაში, ან სრულიად განსხვავებულ პერსონაჟს მუდამ ერთნაირად თამაშობენ.
სწორედ ამის გამო მოახერხა ნიკოლმა, რომ 80-იანებში დაწყებული არც ისე წარმატებული სამსახიობო კარიერიდან მალევე ისეთი აღიარებული კინორეჟისორების ყურადღება მიექცია, როგორებიც სტენლი კუბრიკი თუ ლარს ფონ ტრიერი არიან.
ნიკოლ კიდმანმა ათეულობით წარმატებულ ფილმსა და სერიალში მიიღო მონაწილეობა და ამ პროექტების წარმატებაშიც დიდი როლი სწორედ მან ითამაშა. რთულია, გამორჩევა, მაგრამ ვეცდებით, მისი კარიერიდან ყველაზე დასამახსოვრებელი და საეტაპო როლები გავიხსენოთ იმის რწმენით, რომ მომავალში კიდევ ბევრჯერ შეძლებს ჩვენს გაოცებას.
შენიშვნა: თანმიმდევრობა პირობითია და განსაზღვრულია ქრონოლოგიურად.
1. The Portrait of a Lady / ქალის პორტრეტი (1996) — რეჟისორი ჯეინ კემპიონი
ჰენრი ჯეიმსის 1881 წლის ამავე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვით ჯეინ კემპიონის მიერ გადაღებული ეს ეკრანიზაცია ნიკოლ კიდმანის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი როლია, რომელშიც უკვე ნათლად გამოჩნდა, თუ როგორი იმედისმომცემი მსახიობი იყო.
2. Eyes Wide Shut / ფართოდ დახუჭული თვალები (1999) — რეჟისორი სტენლი კუბრიკი
ამ ფილმის შესახებ იმდენი შეთქმულების თეორია არსებობს, რამდენიც გაგიხარდება. მათ შორის ისიც, რომ თითქოს ფილმში ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის პერსონაჟების ურთიერთობა მსგავსია ამ წყვილის რეალური რომანისა.
3. Moulin Rouge! / მულენ რუჟი (2001) — რეჟისორი ბაზ ლურმენი
ნიკოლ კიდმანმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას თითქმის ყველა ჟანრში შეუძლია თანაბრად შთამბეჭდავად გაართვას თავი დავალებას, მათ შორის მუსიკალურ რომანტიკულ დრამაშიც.
4. The Others / სხვები (2001) — რეჟისორი ალეხანდრო ამენაბარი
ჟანრები ვახსენეთ და ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით ესპანური წარმოშობის რეჟისორმა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ჟანრის ფილმი გადაიღო, რომლის ფინალსაც დღემდე ყველა, ვისაც ეს ფილმი უნახავს, გონებიდან ვერ იგდებს.
5. The Hours / საათები (2002) — რეჟისორი სტივენ დალდრი
ნიკოლ კიდმანმა მოახერხა და ამ ფილმში ჰოლივუდის ისეთი ტიტულიანი მსახიობები დაჩრდილა, როგორებიც მერილ სტრიპი და ჯულიანა მური არიან, რამაც მას პირველი ოსკარიც მოუტანა.
6. Dogville / დოგვილი (2003) — რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი
ტრიერი თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე კონტრვერსული რეჟისორია, თუმცა ბევრი ისეთიც კი, ვინც მის შემოქმედებას იწუნებს, ამ ფილმს შედევრად მიიჩნევს.
7. Birth / დაბადება (2004) — რეჟისორი ჯონათან გლეიზერი
ბევრს, სამწუხაროდ, ამ ფილმის შესახებ არც კი სმენია, არადა არაერთი კრიტიკოსი მასში ნიკოლ კიდმანის შესრულებას სამსახიობო ოსტატობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევს.
8. Rabbit Hole / კურდღლის სორო (2010) — რეჟისორი ჯონ კამერონ მიჩელი
ამ როლმა ნიკოლ კიდმანს ოსკარის მეორე ნომინაცია მოუტანა და სრულებით დამსახურებულადაც: ისინიც კი, ვინც ფილმით დიდად ვერ მოიხიბლა, კიდმანის შესრულებით აღფრთოვანდა.
9. Paperboy / გაზეთების დამტარებელი (2012) — რეჟისორი ლი დენიელსი
ალბათ, ეს ნიკოლ კიდმანის ყველაზე უცნაური როლია და თან კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟების განსახიერება თანაბრად შესანიშნავად გამოსდის.
10. Stoker / სტოკერი (2013) — რეჟისორი პაკ ჩან უკი
უცნაურ როლზე ჩამოვარდა სიტყვა და ასევე უნდა ვახსენოთ ცნობილი სამხრეთკორეელი რეჟისორის ეს ინგლისურენოვანი ფილმი.
11. The Beguiled / ცდუნება (2017) — რეჟისორი სოფია კოპოლა
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმით სოფია კოპოლა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა და მეორე ქალი გახდა, ვისაც ეს ჯილდო მიუღია, მაინც უსამართლოდ არაპოპულარულია მაყურებელში და გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს.
12. The Killing of a Sacred Deer / წმინდა ირმის მკვლელობა (2017) — რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი
ამ ფილმში ნიკოლ კიდმანის პერსონაჟი გარკვეულწილად ჰგავს ფართოდ დახუჭული თვალების ელისს, თუმცა მაინც ახერხებს, რომ სრულიად განსხვავებული სახე შექმნას.
13. Big Little Lies / დიდი პატარა ტყუილები (2017-2019)
2017 წელი განსაკუთრებით მრავალფეროვანი გამოდგა ნიკოლ კიდმანის კარიერისთვის: კინოროლებთან ერთად ის გამოჩნდა HBO-ს სერიალში, რომელმაც მას აღიარების, პოპულარობისა და წარმატების ახალი ტალღა მოუტანა.
14. Being the Ricardos / რიკარდოდ ყოფნა (2021) — რეჟისორი აარონ სორკინი
ამ ბიოგრაფიულ დრამაში ნიკოლ კიდმანმა ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ლიუსილ ბოლი გააცოცხლა და ოსკარის კიდევ ერთი ნომინაციაც მიიღო.
15. The Northman / ჩრდილოელი (2022) — რეჟისორი რობერტ ეგერსი
მართალია, ამ კინოსურათში ნიკოლ კიდმანს მეორეხარისხოვანი როლი აქვს, მაგრამ რამდენჯერაც კი ჩნდება კამერის წინ, იმდენჯერვე ახერხებს, რომ ყველას წილი ყურადღება მიიტაცოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი















კომენტარები