სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და ირონია — როგორ იქცეოდა ღარიბაშვილი პარლამენტში
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი
პარლამენტის დღევანდელი სხდომა ხმაურის, კამათისა და შეძახილების ფონზე წარიმართა. მიზეზი პრემიერმინისტრის გამოსვლა გახდა, რომელმაც საპარლამენტო ტრიბუნა ოპონენტების სალანძღავად და ბიძინა ივანიშვილის საქებრად გამოიყენა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია პოლარიზაციის დაძლევაა, რასაც პრემიერის რიტორიკა ხელს ნამდვილად არ უწყობს.
- ღარიბაშვილი იყენებდა სიძულვილის ენას, მისი ფრაზები კი შეურაცხმყოფელი იყო.
დეტალები: მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს საცოდავები უწოდა და თქვა, რომ "ყველა სამკურნალოა". ამის ფონზე კი ივანიშვილი უკიდეგანო ქველმოქმედად მოიხსენია.
- "ექიმს ხომ არ დავუძახოთ?ექიმი ხომ არ გჭირდებათ ქაბატონო ხატია? წამალი არ გაქვთ, წამალი, მიუტანეთ დაამშვიდეთ" — თვა მან და ირონიულად ჩაიცინა.
- "ნუ ყვირიხარ ბიჭო, არაფრის მაქნისი ხარ. საცოდავი ადამიანი ხარ ჩვეულებრივი. მანიაკების მხარდამჭერი ხარ", — განაცხადა და დაამატა, "მიდი და გამოიქანე".
- "არარაობა ხარ, შენ ხარ არარაობა. ჩუმად იყავი".
- "სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და თხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი, იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს".
ირონიული მიმართვებისას პრემიერმინისტრი იღიმოდა და მცირე პაუზას იღებდა მაშინ, როცა თანაგუნდელები ტაშს უკრავდნენ. შემდეგ ისევ ოპოზიციის შეურაცხყოფას აგრძელებდა.
- "საცოდავები ხართ, საცოდავები".
- "აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა ახლა. ნუ არტისტობ, ნუ არტისტობ, ნუ არტისტობ".
- "დაწყნარდით, წამალი დალიეთ რაღაც, დამამშვიდებელი".
- "ოო, ეს, ეს გასაყვანია საავადმყოფოში".
- "შე საცოდავო, თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას, ხაბეიშვილო შენ და ყველანი".
ამის ფონზე, ტრადიციულად, აქებდა მისი პარტიის დამფუძნებელს, რომელსაც საქართველოს ყველაზე დიდ ქველმოქმედად ახასიათებდა.
- "ბატონი ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის მმართველობის დროს მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას".
- "რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, დღეს აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მაროიუპოლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართველოს".
პოლარიზაციის დასრულებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა და მედიამ დაინახა, "როგორი სურვილი აქვთ ჩვენს ოპონენტებს პოლარიზაციის დასრულების. თან თანაგუნდელებისგან ქება და მადლობაც დაიმსახურა.
- დავით მათიკაშვილი: "მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოხსენებისთვის და კიდევ მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რაშიც დარწმუნებული ვარ, მილიონობით ჩვენი საზოგადოების წევრი შემომიერთდება — მადლობა საკუთარი სამშობლოსა და ხალხის სიყვარულისთვის".
- მარიამ ლაშხი: "ბატონო ირაკლი, მინდა, პირველ რიგში, მადლიერებით დავიწყო იმ თმენისთვის და მტკიცედ ჩვენი ეროვნული ინტერესის დაცვისთვის".
- რიმა ბერაძე: "დიდი მადლობა და გამძლეობას გისურვებთ".
შალვა პაპუაშვილმა პრემიერის ამ ფრაზების ფონზე არაერთი შენიშვნა მისცა ოპოზიციონერებს, რომლებიც მიკროფონის გარეშე ლაპარაკობდნენ და ღარიბაშვილს უყვიროდნენ. ისიც თქვა, რომ სირცხვილია პარლამენტში ზრდილობაზე ისაუბროს და რამდენჯერმე მოუწოდა მანდატურებს, ოპოზიციის დეპუტატებთან მისულიყვნენ.
- "ალბათ, ვერ გაიგო ბატონმა შალვამ ამიტომ მინდა მას ვთხოვო, ჰკითხოს პრემიერს, რას გულისხმობდა, როცა მის კოლეგას ასე მიმართა, მოდი და გამოექანეო", — ჰკითხა პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მაშინ, როცა 20 ივნისის აქციაზე ხალხმა აჩვენა ზრდილობა და ერთმანეთის პატივისცემა, დღეს პარლამენტი საპირისპიროდ მოიქცა. მისი თქმით, შემაშფოთებელია ის, რაც მოისმინა — დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა და "ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა".
- "არ ვიცი, [სხვა] თუ რამე შეიძლება, ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სიგნალს და ნეგატიურ გზავნილს".
- "ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა — ანუ აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თან თავისი შინაარსით".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები