მარკეტა გრეგოროვა

22 Jun. 2022, 22:59

ეს არის ტყუილი. მე ვიყავი შეხვედრების ოთახში ოპოზიციის წევრებთან ერთად და ისინი თითქმის გვევედრებოდნენ, რომ მიგვენიჭებინა კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის. ძალიან მოულოდნელი იყო შემდგომ, ბოდიში, მაგრამ ნამდვილი ტყუილების მოსმენა იმისგან, ვინც არ ყოფილა იმ დროს ოთახში. ესეც პრობლემაა. ბატონი ღარიბაშვილი პირადად უნდა ჩამოვიდეს ბრიუსელში და დაგველაპარაკოს შეშფოთებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ან მას აქვს.

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოს გამოა და არა რუსეთის ან უკრაინაში ომის. მოლდოვის შემთხვევაში თუ ვისაუბრებთ სიმბოლურ მიზეზზე, ჩვენ სტატუსს ვანიჭებთ, თუ ქვეყანა პროევროპული და დემოკრატიულია, მაგრამ საქართველო ამჟამად არ ასრულებს ყველა რეფორმას, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, რომელზეც კომისია საუბრობს, ეს ყველაფერი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას იწვევს.

ქართული ოცნება და საქართველოს მთავრობა მუდმივად ვერ მიიღებს მხოლოდ ჩვენგან. მაგალითად, მიიღოს ფულადის სახსრები, მხარდაჭერა და შემდეგ არაფერი გაიღოს თავად. ჩვენ გვჭირდება, რომ დავინახოთ რეფორმები. თუ ქართულ ოცნებას სურს კანდიდატის სტატუსი, რუსეთის წინააღმდეგ ომი კი არ უნდა აწარმოოს, არამედ დემოკრატიული რეფორმები გაატაროს. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ეს სისტემური რამაა. ევროპარლამენტში არსებობს რეზოლუცია, სადაც უკვე ნახსენებია ივანიშვილი, როგორც კონკრეტული პრობლემა. გულწრფელად გეყბნებით, დეოლიგარქიზაცია საერთოდ არ არის მიმართული სააკაშვილისკენ, ის წლები არ ყოფილა საქართველოში, ახლა კი ციხეშია მომაკვდავი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…