ახალი მსახიობები, რომლებსაც დიუნის მე-2 ნაწილში ვიხილავთ
ფოტო: Getty Images
ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო წიგნის დიუნი ეკრანიზაცია 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო კინოსამყაროში და 2023 წელსაც იმავეს განმეორებას უნდა ველოდოთ.
დენი ვილნევის ფილმი სხვა ყველაფერთან ერთად იმითაც იყო გამორჩეული, რომ მასში ერთმანეთზე უფრო კაშკაშა ვარსკვლავები მონაწილეობდნენ: ტიმოთი შალამე, ზენდეია, ჯეისონ მომოა, ოსკარ აიზეკი და სხვანი.
ისინი, ვისი პერსონაჟებიც პირველი ნაწილის სიუჟეტის დაუნდობელ განვითარებას გადაურჩნენ, ცხადია, მეორე ფილმშიც გამოჩნდებიან, თუმცა მათთან ერთად ვიხილავთ ახალ სახეებსაც, რომელთა ნაწილის ვინაობა უკვე ოფიციალურად არის გასაჯაროებული.
პირველი, ვინც დიუნის სამსახიობო გუნდს შეემატა, ლეგენდარული მსახიობი კრისტოფერ უოლკენი იყო, რომელიც იმპერატორის როლს მოირგებს და ამ ისტორიის მთავარი ანტიგმირი იქნება.
დიუნის მეორე ნაწილში ვიხილავთ მიდსომარის, პატარა ქალების და შავი ქვრივის ვარსკვლავს — ფლორენს პიუს, რომელიც პრინცესა ირულანს განასახიერებს.
ეს პერსონაჟი ამბის მთხრობელია: მის მიერ შემონახული ისტორიული ცნობებია გადმოცემული დიუნში, თუმცა ის წიგნში მხოლოდ ფინალში ჩნდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფლორენს პიუს ფილმში გაცილებით უფრო მეტი დრო დაეთმობა და პრინცესა ირულანსაც უკეთ გავიცნობთ.
ოსტინ ბატლერი, რომელმაც სულ ახლახან ელვის პრესლის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ დრამაში მთავარი როლი შეასრულა, ტიმოთე შალამეს პერსონაჟის, პოლ ატრეიდასის კიდევ ერთ მტერს, ბარონი ჰარკონენის ძმისწულს განასახიერებს, რომელთანაც პოლს გადამწყვეტი ბრძოლა ექნება.
პოლის დედის, ლედი ჯესიკას მსგავსად ლედი მარგოც ბენე გესერიტია. ეს პერსონაჟი იმპერატორის უახლოესი მეგობრის ცოლია, თუმცა მხარს ლედი ჯესიკასა და მის ოჯახს უჭერს და ფინალში მისი ჩართულობა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.
სწორედ ამ პერსონაჟს განასახიერებს კიდევ ერთი პოპულარული მსახიობი — ლეა სეიდუ, რომელსაც მაყურებელი უკვე კარგად იცნობს ისეთი ფილმებით, როგორებიცაა ლურჯი ყველაზე თბილი ფერია, შუაღამე პარიზში და სიკვდილის დრო არაა.
დიუნის პირველი ნაწილის გამოსვლიდან მალევე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფილმის მეორე ნაწილსაც ვიხილავდით. ცნობილია პრემიერის თარიღიც: 2023 წლის 20 ოქტომბერი.
პირველი ფილმის შემდეგ შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ წინ არანაკლებ საინტერესო სანახაობა გველოდება და მოთმინებით დაველოდოთ მას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი




კომენტარები