ირაკლი ღარიბაშვილი

24 Jun. 2022, 14:37

ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული და მე ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩემი და ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და ჩვენი საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, ვახსენებ რა ჩვენს ოპონენტებს, მათ ლობისტებს და პარტნიორებს, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა. ამის რისკები დავინახეთ ჩვენ. ვინაიდან, წარმოგიდგენიათ, ყოვლად უსამართლო, შეურაცხმყოფელი რეზოლუცია იქნა მიღებული და ჩვენ ეს ღიად ვთქვით ყოველგვარი დაფარვის და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ჩვენ არ შევეგუებით არასდროს უსამართლობას და შეურაცხყოფას და ყოველთვის გვექნება ძალიან მძაფრი, სამართლიანი და პროპორციული შეფასებაც, ქმედებაც და რეაქციაც. რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი გუნდის ამ პრინციპულობას გარკვეული როლი ამაში მიუძღვის. ამ ჩვენმა პრინციპულმა, მტკიცე დამოკიდებულებამ და ჩვენმა დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…