Hollywood Reporter-ის ინტერვიუ იზაბელ იუპერთან და ჯესიკა ჩესტეინთან
ფოტო: HR
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, კანის კინოფესტივალი წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომელზეც მთავარი მასპინძლები ორი დიდებული მსახიობი იზაბელ იუპერი და ჯესიკა ჩესტეინი იქნებიან.
ჯესიკა, როგორც ჟიურის ერთ-ერთი წევრი და იუპერი როგორც Women in Motion-ის სახე.
გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Hollywood Reporter-მა გადაწყვიტა, რომ ჟურნალის ყდაზე მაისის თვეში სწორედ ეს ორი მსახიობი გამოეყვანა და მათთან სპეციალური ინტერვიუც შემოგვთავაზა, იმაზე თუ რას ნიშნავს მათთვის კანის კინოფესტივალი, რა გამოცდილება აქვთ და რას ელოდებიან წლევანდელი წლისაგან.
როგორ შეხვდით თქვენ ორნი ერთმანეთს?
ჯესიკა ჩესტეინი: როდესაც კანში Tree of Life-ის პრემიერაზე ვიყავი, ყველა ინტერვიუში მეკითხებოდნენ თუ ვინ იყო ჩემი საყვარელი მსახიობი, მე ამ ინდუსტრიაში ახალი ვიყავი და ჩემს შესახებ ბევრი კითხვაც იბადებოდა. მე ყოველთვის ვასახელებდი ერთ, ბევრისთვის უცნობ მსახიობს - იზაბელ იუპერს და ყველა მეუბნებოდა, რომ ის აქ არის. ჩვენ სადილზე ვიყავით პარიზში, როდესაც მე მას ვუთხარი "ოჰ, მე თქვენ მიყვარხართ. თქვენ ჩემი საყვარელი მსახიობი ხართ", და მან მიპასუხა "დიახ, ვიცი". რა თქმა უნდა ეცოდინებოდა, მე ხომ მასზე გამუდმებით ვსაუბრობდი.
რა განსხვავებებია ახლანდელ კანსა და მაშინ, როცა პირველად იყავით აქ?
ჯესიკა ჩესტეინი: როდესაც პირველად ვიყავი აქ, მეშინოდა, რომ მოვკვდებოდი. ჩემს პირველ წითელ ხალიჩაზე არ ვიცოდი რა უნდა მექნა და როდესაც ჩამოვედი, ბრედ პიტმა და შონ პენმა ჩამკიდეს ხელი და ერთად გავიარეთ ხალიჩაზე. გამუდმებით მიმეორებდნენ - "კარგი, ახლა ყველამ უნდა გავიღიმოთ", ეს ძალიან საშიში, მაგრამ ამავდროულად ძალიან ლამაზი გამოცდილება იყო ჩემთვის.
იზაბელ იუპერი: როდესაც პირველად ჩამოვედი კანში, არ მინდა ეს ძველმოდურად ჟღერდეს, მაგრამ აქ ყველაფერი უფრო პატარა იყო. ახლა ყველაფერი უფრო დიდია, მსახიობებიც ვინც აქ ჩამოდიან უფრო დიდები არიან. პირველად მქონდა შოკი, რადგან ყველა შენს სახელს ყვირის, უნდა გაჩერდე ყველა კამერასთან და ა.შ რაც, დამეთანხმებით, შეუძლებელია.
რა იყო კანის ფესტივალზე ყველაზე საოცარი და დასამახსოვრებელი?
იზაბელ იუპერი: როდესაც ორჯერ მივიღე ოქროს პალმის რტო.
ჯესიკა ჩესტეინი: მართლა?
იზაბელ იუპერი: ეს ნამდვილად გასაოცარი იყო ჩემთვის, ცხადად მახსოვს.
ჯესიკა ჩესტეინი: The Tree of Life ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა. ფესტივალი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, რადგან ჩემი ოცნება, მთელი ჩემი ცხოვრება მსახიობობაა და დიახ, მე ამ ფესტივალზე დავიბადე როგორც მსახიობი.
იზაბელ იუპერი: როდესაც მე ამ ფილმზე ვფიქრობ, ვფიქრობ ჯესიკაზეც, იმაზე რაც მან გააკეთა, ვხვდები რომ მან შეძლო იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ თამაშია. სწორედ ამიტომ იყო ასეთი ძლიერი.
ჯესიკა ჩესტეინი: ძალიან მიხარია როცა ამას შენგან ვისმენ, დიდი მადლობა.
ყველაზე საშინელი მომენტი როდის გქონდათ კანის ფესტივალზე?
იზაბელ იუპერი: ყველაზე რთული იყო როდესაც Malina-ში ვმონაწილეობდი. ცუდი რეცენზიები იწერებოდა, ხალხი ტოვებდა კინოთეატრს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაღელვებდა. მე მზად ვარ ასეთი რეაქციებისთვის რადგან ეს ნამდვილად არ ახდენს გავლენას ფილმის ხარისხზე.
როგორც ჟიურის ყოფილი თავმჯდომარე [იუპერი 2009 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო] რა რჩევას მისცემდით ჯესიკას?
იზაბელ იუპერი: არაფერს, ერთადერთი რაც შემიძლია ვუთხრა ის არის, რომ ეს არაჩვეულებრივი გამოცდილებაა.
როგორც ფემინისტები, როგორც ფიქრობთ რამე პროგრესი იგრძნობა კინოინდუსტრიაში?
იზაბელ იუპერი: ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
ჯესიკა ჩესტეინი: ბევრი ადამიანი ამ ინდუსტრიაში შოკირებულია ტრამპის ადმინისტრაციის საქციელითა და განცხადებებით. რამე განსხვავება არის თუ რა? რეჟისორების 93% კინოინდუსტრიაში მამაკაცები არიან, 7% კი ქალები. დარწმუნებული ვართ თქვენც ცხადად ხედავთ, რომ ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ.
კანის კინოფესტივალი წელს 17 მაისს დაიწყება.
ჟიურის წლევანდელი თავმჯდომარე ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი






კომენტარები