რა დეზინფორმაციული გზავნილები გააქტიურდა ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ
ფოტო: eap-csf.eu
17 ივნისს უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაცია მიეცა, საქართველოს კი არა. ეს დეზინფორმაციის ახალი ტალღის აგორების საფუძველი გახდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მსგავსი მესიჯბოქსები რუსეთის პროპაგანდის ნაწილია.
- ასეთი ნარატივების გავრცელება კრემლს ეხმარება დასავლეთის მიმართ ხალხის უარყოფიი დამოკიდებულება გააღვივოს, რუსეთი კი არა მტრულ, არამედ მეგობარ ქვეყანად წარმოაჩინოს.
დეზინფორმაცია უკრაინის კანდიდატის სტატუსზე: GRASS ანგარიშში ანტიდასავლური და პრორუსული ალტ-ინფოს დეზინფორმაციულ გზავნილებზე მიუთითებს.
- კერძოდ, ისინი ავრცელებდნენ ნარატივს, თითქოს რუსეთი უკრაინაში ომს იგებს, ხოლო ევროპა უკრაინას კანდიდატის სტატუსს ანიჭებს, რათა ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა აიძულოს, რაც სიცრუეა.
- ასევე, ამტიცებდნენ, რომ უკრაინა აუცილებლად დაკარგავს ტერიტორიებს, შეიცვლება საზღვრები, ამიტომ, გაჩდება კითხვა, რომელი ნაწილი შეუერთდება ევროკავშირს — ამ თეორიების გასამყარებლად არანაირი არგუმენტი არ არსებობს.
- ალტ-ინფო ცდილობდა გაევრცელებინა მოსაზრება, რომ უკრაინა ვერცერთი დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას ვერ შეძლებს და ქვეყანას უზარმაზარი დანაკარგების გამო კატასტროფა ელის — ეს მავნე მოსაზრებაა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაშიც გაუვრცელებიათ.
დეზინფორმაცია საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე: GRASS-ის ინფორმაციით, საქართველოში ომის რისკის შიში პროპაგანდისტების მთავარ იარაღად რჩება. ისინი ყურადღებას მმართველი პარტიის განცხადებებზე ამახვილებს.
- ირაკლი ღარიბაშვილმა, კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ სტატუსის ვერმიღება საქართველოს დასჯად მოიაზრეს და გადაწყვეტილება ახსნეს იმით, რომ ქვეყანამ ომი არ დაიწყო, სანქციები არ დაუწესა რუსეთს და მეორე ფრონტი არ გახსნა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მესიჯბოქსებს კამპანიური ხასიათი აქვს და ის ყველა დეზინფორმაციულმა წყარომ აიტაცა. ქართულ პროპაგანდისტულ ჯგუფებში მსგავსი ნარატივები ყველაზე გავრცელებადი გახდა:
- პროპაგანდის ნაწილი იყო ღარიბაშვილისთვის "მეორე ფრონტის არგახსნის გამო" მადლობის გადახდა, რადგან — მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის ვერ მივიღეთ, "რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს თავზე რუსული ბომბები არ ცვივა".
რიცხვებში: 7 პროპაგანდისტული პოსტი თითქმის 4 700 ინტერაქცით და 19 ათასი ნახვით ამტკიცებდა, რომ დასავლეთი/უკრაინა/ქართული ოპოზიციური პარტიები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდნენ.
- 17-19 ივნისამდე 14 პროპაგანდისტული პოსტი 8 500 ინტერაქციის და 50 ათასი ნახვით გამოვლინდა, სადაც სტატუსის ვერმიღებას მეორე ფრონტის არგახსნას მიაწერდნენ.
სხვა დეზინფორმაციული გზავნილები: პროპაგანდისტული წყაროები ამტკიცებენ, თითქოს ევროკავშირმა საქართველო საბოლოო უარყო, მაგრამ "ალტერნარნატიულ" საგარეო კურსს გვთავაზობენ.
- Isari.ge ავრცელებდა ნარატივს, თითქოს საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სისულელეა, რადგან ევროატლანტიკური სივრცე "უკრაინელების ხელით რუსეთთან მარიონეტულ ომს აწარმოებს".
- ზოგიერთი Facebook-ანგარიში წერდა, რომ საქართველო აღარ არის ვალდებული მხარი დაუჭიროს უკრაინას და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე შეურაცხყოფები მოითმინოს — ესეც პროსახელისუფლებო მესიჯბოქსია.
- ანალოგიური ნარატივი გააძლიერა ანტიდასავლურმა ონლაინ მედია MarshalPress-მაც. ნათქვამი იყო, რომ ევროკომისიის უარი საქართველოს "სუვერენიტეტის განმტკიცების" შესაძლებლობას აძლევს.
- ამავე გამოცემამ "მეტი მოგების" მოტივით, საქართველოს რუსეთთან სავაჭრო პარტნიორობის განახლებაც შესთავაზა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები