კელი დეგნანი

30 Jun. 2022, 12:28

ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა — აშშ არ ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში საქართველოს ჩათრევას, აშშ-ს არ უნდა, რომ ამ ომის ნებისმიერი სახით გაფართოება იხილოს, აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. პუტინი იყო ის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიული, სასტიკი ომი წამოიწყო და პუტინია ის, ვისაც ამ ომის შეჩერება შეუძლია. 

აშშ, ევროპა და საქართველოს მეგობრები, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დასახმარებლად, ამას გავაგრძელებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთია ის, ვისაც თქვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, რუსეთია ის, ვინც თქვენი ენის განადგურებას ცდილობდა, რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო ეკლესიები და მათ ცხოველთა სადგომებად იყენებდა.

თუ არსებობს რაიმე შეკითხვა, რუსეთის საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობაზე, შეგიძლიათ უბრალოდ შეხედოთ ადმინისტრაციულ საზღვარს და ნახოთ. თქვენი მეგობრები არიან აშშ-სა და ევროპაში, ეს არის გზა, რასაც მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და წარმატება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…