5 რჩევა საუკეთესო საზაფხულო ფოტოების გადასაღებად
ფოტო: Kingston
ზაფხული ფოტოების გადასაღებად საუკეთესო პერიოდია. ფერები, სინათლე, ზღვა, მთა თუ ტყე ამ სეზონზე ერთნაირად თვალისმომჭრელია. ეს ის დროა, როცა სასიამოვნო თავგადასავლები, პორტრეტები, კონტრასტული პეიზაჟები და ყვავილებით გამდიდრებული ნატურმორტები კადრებზე უნდა ასახო და სამუდამოდ შემოინახო.
ამ სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც პროფესიონალური ფოტოების გადაღებაში დაგეხმარება და შენს საზაფხულო თავგადასავალს უფრო დაუვიწყარს გახდის.
1. დააკვირდი განათებას
ყველაზე თვალისმომჭრელი ფოტოების გადასაღებად პირველი ნაბიჯი მზეზე დაკვირვებაა — არის თუ არა ცაზე ღრუბლები, რომელ მხარეს არის იმ მომენტში მზე და სად ეცემა განათება. მზის ამოსვლასა და ჩასვლაზე დაკვირვებით ისეთ ფოტოებს მიიღებ, როგორიც შენს წარმოსახვაში იყო.
გაითვალისწინე, რომ ღრუბლები რბილ და თანაბარ განათებას ქმნიან. ეს კი საუკეთესოა პორტრეტებისთვის, ყვავილების ფოტოებისა და ტყის პეიზაჟებისთვის. მოწმენდილი ცა კი მყარ და მაღალი კონტრასტის შუქს ქმნის. ასეთი სინათლე ქუჩის ფოტოების გადასაღებად გამოგადგება. დილით ადრე ან გვიან შუადღეზე მოწმენდილი ცა გამოირჩევა რბილი, ოქროსფერი შუქით, რომლის წყალობით გრძელი ჩრდილები იქმნება და დეტალები კარგად იკვეთება. ამიტომ ველური ბუნების, ფრინველების და ლანდშაფტის ფოტოგრაფიის მოყვარულებს ამ პერიოდში უყვართ მუშაობა.
თუ ცუდი და წვიმიანი ამინდი დაგემთხვა, გული არ დაიწყვიტო, ყველა სიტუაცია შეგიძლია საშენოდ გამოიყენო. ამ შემთხვევაში ისეთ ადგილებს უნდა ეწვიო, სადაც სხვა დროს, მზიან ამინდებში, ხალხმრავლობაა და სასურველი ფოტოების გადაღება რთულია. წვიმიან ამინდში პარკებსა და მოედნებზე გუბეებსაც გადააწყდები, რომელშიც მთების ან შენობების ანარეკლები შეგიძლია დააფიქსირო.
2. შექმენი "ჩარჩოები"
თუ გსურს, ჰარმონიული ფოტოებით მოყვე ამბავი, ამაში "ჩარჩოები" დაგეხმარება. თუ კადრში მთავარ საგანს მეორე საგნის დახმარებით შემოსაზღვრავ, საოცარ კომპოზიციებს მიიღებ. ჩარჩოდ შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა რამ, მაგალითად, ფანჯარა, ხის ტოტები, მცენარეები, ტაღები, გვირაბები, შენობები, ჩრდილები და ხანდახან ადამიანებიც კი. ეს "ჩარჩოები" შეიძლება იყოს როგორც წინა ფონზე, ასევე უკანა ფლანგზე.
3. ცადე მინიმალისტური ფოტოების გადაღება
ეს მარტივი კომპოზიციაა, სადაც ყველა ზედმეტი ელემენტი კადრს მიღმა რჩება. მინიმალისტურ ფოტოებში შეიძლება მოხვდეს მხოლოდ ხაზი ან ფორმა და არა კონკრეტული საგანი. ამის მისაღწევად დაგჭირდება კადრის მიახლოება, ან პირიქით — შორს გაწევა. ამ სტილში ბევრი რამ შეგიძლია გადაიღო: სკამები და ღობეები, კედლები და იატაკები, ცა და დედამიწა, მდინარეები, ოკეანეები, მინდვრები და თოვლიც კი. ასევე ცხოველების, ფრინველებისა და მწერების გადაღება უფრო ადვილია მინიმალისტურად, ვიდრე ადამიანების. საკმარისია კონტრასტული ფონი და ფერთა საინტერესო შეხამება.
4. შეარჩიე სწორი კომპოზიცია
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
არ მოგერიდოს ექსპერიმენტების — რაც უფრო მეტ და სხვადასხვანაირ კადრს გადაიღებ, მით უფრო მრავალფეროვანი გახდება შენი თავგადასავალი. ამისათვის ყველაზე საჭირო ხრიკი სწორად შერჩეული კომპოზიციაა. რატომ არის მნიშვნელოვანი კომპოზიცია? — იმისთვის, რომ სხვებმაც აღიქვან სცენა ისე, როგორსაც შენ ხედავ. სწორედ ამიტომ, ფოტოგრაფებმა შეიმუშავეს მითითებები და კონცეფციები, რომელთა დახმარებით კომპოზიციებს მარტივად, დიდი გამოცდილების გარეშე ააწყობ.
გამოიყენე "ბადე", რომელიც ყველა სმარტფონს აქვს კამერაში. დაუკვირდი ცენტრალურ ხაზებს, დაამატე ტექსტურა კომპოზიციას, ითამაშე ფერებით, დაიცავი სიმეტრია, გადაიღე კონტრასტული შუქით, მიეცი პერსპექტივა კადრს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შენი აპარატის ან ტელეფონის მეხსიერების ბარათი გასაოცარი კადრებით გაივსება.
5. შეარჩიე ფერები
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
ფოტოგრაფიაში ფერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მათი დახმარებით შეგიძლია გამოკვეთო საგნები და შექმნა ძლიერი ვიზუალური ეფექტი, რომელიც თვალისთვის სასიამოვნო იქნება.
ფერს უამრავი ფუნქცია აქვს: გავლენას ახდენს, ზოგადად, ფოტოგრაფიის აღქმაზე, განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს ფოტოებს, ქმნის განწყობას, საშუალებას გაძლევს შექმნა ბალანსი, ჰარმონია ან კონტრასტი გამოსახულებაში. ამიტომაც მოძებნე კონტრასტული ფერები გარემოში და შეეცადე ლამაზი კუთხით მოახვედრო ისინი კადრში.
ყურადღება მიაქციე ფერის ორ ტიპს — თბილსა და ცივს. თბილი ფერები უფრო აქტიური და ემოციურად დატვირთულია, ამიტომაა ყოველთვის გამორჩეული მზის ჩასვლისა და ამოსვლის კადრები. ცივი ფერები კი უფრო მოკრძალებული და ნაზია და მათ უფრო ხშირად ზამთრის პეიზაჟებში შეხვდები.
ბონუს რჩევა: შეარჩიე სწორი მეხსიერების ბარათი
თუ გინდა, სამუდამოდ შემოინახო შენი შედევრები, სწორი, სანდო, მაღალი სიჩქარის მეხსიერების ბარათი უნდა შეარჩიო. ასეთ დროს გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ტიპის ფოტოგრაფიისთვის სხვადასხვა მეხსიერების ბარათია საჭირო.
მობილური ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ფავორიტი მეხსიერების ბარათია ამერიკული კომპანია Kingston-ის Canvas Select Plus microSD Memory Card, რომელიც ყველაზე ოპტიმალური ანდროიდის მოწყობილობებისთვისაა. მას აქვს გაუმჯობესებული სიჩქარე, არის უფრო გამძლე და იდეალურია მაღალი გაფართოების ფოტოებისთვის და Full HD ფოტოებისთვის. მისი ტევადობა 512 GB-მდეა. რაც მთავარია, Kingston Canvas ბარათები გამოცდილია ყველაზე რთულ კლიმატურ პირობებში და აქვს უვადო გარანტია, ამიტომაც ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად ის ნებისმიერ ადგილას, წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლია წაიყოლო.
მათ კი, ვისაც Action ფოტოგრაფია იზიდავს, Canvas Go! Plus microSD Memory Card უნდა გამოიყენოს. ეს ბარათი თავგადასავლების მაძიებლების ერთგული მეგობარი გახდება. იგი იდეალურია Go Pro-ს, დრონებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობებისთვის, იდეალურია 4K Ultra-HD ვიდეოებისთვის და მზადაა, შენი კრეატიულობა და შთაგონება სამუდამოდ შემოინახოს.
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ფოტოგრაფიის სამყაროში!
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა







კომენტარები