ჯულია რობერტსი ახალ ფილმში პარალელურ სამყაროში იცხოვრებს
ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულია რობერტსი ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მთავარ, კიტი მილერის როლს შეასრულებს.
ახალი ფილმი სახელად The Bookseller, სინტია სვენსონის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია იქნება.
სიუჟეტი 1960-იან წლებში, მარტოხელა ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც წიგნების გამყიდველად მუშაობს და საკუთარ გამოგონილ, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ჰყავს ქმარი და შვილები. მთავარი სიუჟეტური ხაზიც მის რეალურ და გამოგონილ სამყაროს შორის ვითარდება, როდესაც კიტი მილერი [ჯულია რობერტსი] ვეღარ ხვდება სად მთავრდება ზღვარი რეალურსა და გამოგონილს შორის.
კიდევ ერთი როლი, რომელსაც ჯულიას გულშემატკივრები ელიან ასევე ბესტსელერი წიგნის I’ll Get You! ეკრანიზაცია იქნება. ფილმი ნარკოტიკებზე, ტერორსა და ტყუილზეა, რომელის წინააღმდეგაც რობერტსს მარტოს მოუწევს ბრძოლა.
წიგნი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ის კელი პიტერსის (ჯულია რობერტსი) ამბავს აღწერს, რომელიც სრულიად მარტო რჩება დიდი აფერის წინააღმდეგ, რომელმაც მას ცხოვრება თავდაყირა დაუყენა.
ამასთანავე ჯულია რობერტსი ტელევიზიასაც არ ტოვებს უყურადღებოდ და სულ მალე HBO-ს ახალი სერიალის მთავარი ვარსკვლავი გახდება.
დღეს ყველაფერი შეიცვლება - ასე ერქმევა ახალ სერიალს, რომელიც მარია სიმპლის ამავე სახელწოდების ბესტსელერი ნოველის ეკრანიზაცია იქნება.
ისტორია ელეონორ ფლუდის გარშემო ვითარდება, რომელმაც იცის მისი არეული ცხოვრების შესახებ, თუმცა ერთ დღეს გადაწყვეტს ყველაფერი შეცვალოს. ის უნდა გაუმკლავდეს შვილს რომელიც გამუდმებით ატყუებს, მოღალატე ქმარს რომელთან სექსიც ელეონორს სიამოვნებას აღარ ანიჭებს, კოლეგებს, რომელთაც მისი წარმატებების შურთ და ა.შ.
კრიტიკოსებმა წიგნი შეაფასეს, როგორც ყველაზე დრამატული, იუმორისტული, სულისშემძვრელი ამბავი, რომელიც გამუდმებით გაიძულებს მიჰყვე და ბოლომდე გადაეშვა საიდუმლოებებით, დრამითა და ტრაგიზმით აღსავსე ისტორიაში.
თუმცა ამ ფილმებამდე ჯულიას ერთი სერიალი და ფილმი უნდა გამოვიდეს.
ერთ-ერთი ამაზონის სერიალი, Homecoming-ია, რომლის სცენარი Mr. Robot-ის შემქმნელ სემ ისმაილს ეკუთვნის და ის Gimlet Media-ს პოდკასტებზეა დაფუძნებული, რომელშიც ჯარისკაცები ყვებიან თუ როგორ ადაპტირდნენ გარემოსთან ომიდან დაბრუნების შემდეგ.
ასევე წელს იგეგმება ფილმის - Ben is Back პრემიერაც, რომელშიც ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯულია რობერტსი და Manchester By the Sea-ს ვარსკვლავი ლუკას ჰეჯესი დედა-შვილის როლს შეასრულებენ.
სიუჟეტის ეპიცენტრში ბენ ბერნსი (ლუკას ჰეჯესი) და ჰოლი ბერნსი (ჯულია რობერტსი) არიან.
ბენი ახალი წლის ღამეს სახლში ბრუნდება, ჰოლის ძალიან უხარია შვილის გამოჩენა, თუმცა ხვდება რომ მის თავს რაღაც უბედურება ხდება. დრამის სიუჟეტი ერთი დღე ღამის განმავლობაში ვითარდება და რობერტსის პერსონაჟი ცდილობს მისი ოჯახი ყველაზე დიდ ტრაგედიას ააცილოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები